ბარაქ ობამა - ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში, აშშ-სა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 10 წლამდე გაიწელება | Allnews.Ge

ბარაქ ობამა - ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში, აშშ-სა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 10 წლამდე გაიწელება

თუკი ბრიტანელები რეფერენდუმის შედეგად, ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებენ, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ათ წლამდე გაიწელება. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ "ბი-ბი-სის" ეთერში განაცხადა.

"ეს შეიძლება იყოს ხუთი წელი, ათი წელი, ვიდრე, საბოლოოდ, რაიმე შეთანხმებას არ მივაღწევთ", - განაცხადა ობამამ და დასძინა, რომ ბრიტანეთს არ ექნება უპირატესობა ევროკავშირის წინაშე, როდესაც საქმე მოლაპარაკებებამდე მივა.

"ბრიტანეთი ევროკავშირზე ადრე ვერ გამართავს აშშ-სთან მოლაპარაკებებს. ჩვენ უარს არ ვიტყვით დიალოგის გამართვის მცდელობებზე ახალი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ ჩვენ უმსხვილეს პარტნიორთან, ევროპულ ბაზართან", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტი ობამა მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში, ჰანოვერში ჩაფრინდა.

myquiz