რომის პაპმა 12 სირიელი მიგრანტი ვატიკანში წაიყვანა | Allnews.Ge

რომის პაპმა 12 სირიელი მიგრანტი ვატიკანში წაიყვანა

რომის პაპმა ფრანცისკმა, რომელიც კუნძულ ლესბოსზე დევნილთა ბანაკს სტუმრობდა, ვატიკანში 12 სირიელი მიგრანტი თან წაიყვანა. თვითმფრინავის ბორტზე რომის პაპი სამი სირიელის ოჯახთან ერთად ავიდა, რომელთა შორის 6 ბავშვი იყო, - იუწყება "ბი-ბი-სი".

ვატიკანის ინფორმაციით, პაპს სურდა დევნილებისთვის ეჩვენებინა, რომ მათ ევროპა მიესალმება. ვატიკანი ამ სამ ოჯახს დახმარებას აღმოუჩენს და მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

საბერძნეთში რომის პაპიზის ვიზიტისას 200-მდე მიგრანტმა საპროტესტო აქცია გამართა, რომლებიც ევროპის ხელისუფლებისგან დევნილებისთვის საზღვრების გახსნასა და მათი დეპორტაციის შეჩერებას მოითხოვენ.