უკრაინის პრემიერი ვლადიმერ გროისმანი გახდება | Allnews.Ge

უკრაინის პრემიერი ვლადიმერ გროისმანი გახდება

უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლადიმერ გროისმანი გახდება. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" წევრმა ვადიმ დენისენკომ არსენი იაცენიუკის გადადგომის შემდეგ განაცხადა.

"99,95-ით დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი გროისმანი იქნება", - აღნიშნა დენისენკომ უკრაინული ტელეკომპანია "ესპრესოტვ"-ის ეთერში.

ის ირწმუნება, რომ "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" არსენი იაცენიუკის გადადგომას მხარს დაუჭერს.

უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა.

 

სააკაშვილი იაცენიუკის გადადგომაზე - ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი მოიტანა

უკრაინის პრემიერმინისტრი გადადგა

myquiz