პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი საბავშვო სათამაშო მოედანთან აიფეთქა - დაიღუპა 70 ადამიანი | Allnews.Ge

პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი საბავშვო სათამაშო მოედანთან აიფეთქა - დაიღუპა 70 ადამიანი

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარ ტერაქტს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 30 ბავშვი.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქის ცენტრში მდებარე საბავშვო სათამაშო მოედნის მახლობლად აიფეთქა.

დაშავებულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა.

გავრცელებული ცნობით, დაიხურა სავაჭრო და გასართობი დაწესებულებები. გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები.

ტერაქტის გამო პროვინციაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანის" ერთ-ერთმა ყოფილმა განშტოებამ აიღო. დაჯგუფება "ჯამაათ-ულ-აჰრარმა" განაცხადა, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. 

myquiz