ბრიუსელში ტერაქტების დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი - ფოტორეპორტაჟი | Allnews.Ge

ბრიუსელში ტერაქტების დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი - ფოტორეპორტაჟი

ბრიუსელში ტერაქტების დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. ბელგიის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ მოედანზე უამრავი ყვავილი და სანთლები მიიტანეს.

რიგით მოქალაქეებთან ერთად სამგლოვიარო აქციას ესწრებოდნენ ბელგიის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

როგორც დასავლური მედია იტყობინება, წუთიერი დუმილის შემდეგ მოედანზე აპლოდისმენტები გაისმა – ამ გზით აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 261 დაშავდა. ამის შესახებ ბელგიის მთავარმა პროკურორმა ფრედერიკ ვან ლიოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე დაადასტურა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშრაუი ამ დრომდე თავისუფალია.

რაც შეეხება ტერაქტში მონაწილე სხვა პირებს, პროკურორმა დაადასტურა, რომ ბელგიის მეტროს მალბეკის სადგურზე თავი ხალიდ ალ-ბაკრაუიმ აიფეთქა, მისმა ძმამ ბრაჰიმ ალ-ბაკრაუიმ კი ზავენტემის აეროპორტში აამოქმედა შაჰიდის ქამარი.

myquiz