უსახლკარო მამაკაცი საშიში დამნაშავეების დაკავებაში ხელის შეწყობისთვის, 100 000 დოლარს მიიღებს | Allnews.Ge

უსახლკარო მამაკაცი საშიში დამნაშავეების დაკავებაში ხელის შეწყობისთვის, 100 000 დოლარს მიიღებს

კალიფორნიის, ორინჯის ოლქის ხელისუფლება უსახლკარო მამაკაცს 100 000 დოლარის ოდენობის ჯილდოს გადასცემს, მიწოდებული ინფორმაციის სანაცვლოდ, რომლის დახმარებითაც მათ ორი დამნაშავის დაკავება შეძლეს.

50 000 დოლარს გაიყოფენ დამნაშავეების მიერ მოპარული ავტომობილის მფლობელები და სუპერმარკეტის თანამშრომლები, რომლებმაც დროულად მიაწოდეს პოლიციელებს ინფორმაცია.

ხოლო ტაქსის მძღოლი, რომელიც კრიმინალებს ერთი კვირის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდათ არაფერს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ 3 პატიმარი, ქალაქ სანტა-ანას ციხიდან 22 იანვარს გაიქცა. ერთი კვირის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. ორ მათგანს კი პოლიცია უშედეგოდ ეძებდა.