კოტ-დივუარში, ერთ-ერთ სასტუმროსთან მომხდარი თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
კოტ-დივუარში, საკურორტო ქალაქ გრანდ-ბასსამში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან მომხდარი თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
"ბიბისის" ცნობით, პრეზიდენტი ალასან უატარა აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის ორი სამხედროა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიღუპა ოთხი უცხოელი, მათ შორის ფრანგი და გერმანელი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ექვსი თავდასხმელიც მოკლეს.
ბოლო ცნობებით, პასუხისმგებლობა მომხდარზე დაჯგუფება "ისლამური მაღრიბის ალ-ქაიდამ" აიღო.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ნიღბიანმა შეიარღებულმა პირებმა ცეცხლი სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროსთან გახსნეს. აღსანიშნავია, რომ გრანდ-ბასსამი პოპულარულია უცხოელ ტურისტებში. მას ხშირად სტუმრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორები.

