"არ ჩამოხვიდეთ ევროპაში. არ დაუჯეროთ კონტრაბანდისტებს" - ტუსკი მიგრანტებს მიმართავს
ევროკავშირი საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი არალეგალ მიგრანტებს აფრთხილებს, არ ჩავიდნენ ევროპაში.ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
მისივე თქმით, სამუშაოს დაწყების მიზნით ევროპაში ჩამსვლელი არალეგალი მიგრანტები საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებენ და ფუჭად ხარჯავენ ფულს.
"არ ჩამოხვიდეთ ევროპაში. არ დაუჯეროთ კონტრაბანდისტებს. ნუ დააყენებთ სიცოცხლეს და ფულს საფრთხის წინაშე. ეს ყველაფერია არაფრისთვის", - განაცხადა ტუსკმა, რომელიც მიგრაციის კრიზისის მოგვარების მიზნით, საბერძნეთში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში 25 000-ზე მეტი მიგრანტია გაჩერებული, ისინი საზღვარს ვერ კვეთენ, ვინაიდან საბერძნეთის ჩრდილოელმა მეზობლებმა საზღვარზე კონტროლი გაამკაცრეს. აღნიშნულის გამო, საზღვართან მყოფი ლტოლვილები ჰუმანიტარული კრიზისის რისკის წინაშე დგანან.