ნეპალში თვითმფრინავი გაუჩინარდა | Allnews.Ge

ნეპალში თვითმფრინავი გაუჩინარდა

ნეპალში თვითმფრინავი გაუჩინარდა ნეპალში თვითმფრინავი გაუჩინარდა. "ბიბისის" ცნობით, ბორტზე 21 ადამიანი იმყოფება. თვითმფინავი ნეპალის დასავლეთთ მთიან რეგიონში გაუჩინარდა.

საფრენი აპარატი ქალაქ პოკჰარადან ჯომსომისკენ მიემგზავრებოდა და მასთან კონტაქტი აფრენიდან მალევე დაიკარგა. ბორტზე მყოფი ორი მგზავრი, სავარაუდოდ, უცხოელია. ასევე არიან მცირეწლოვნებიც.

როგორც ნეპალის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში აცხადებენ, დაკარგული თვითმფრინავი ახალი იყო და ამინდიც კარგი იყო, ამიტომაც გაუჩინარების მიზეზებთან დაკავშირებით მყარი ვარაუდი არ აქვთ. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

myquiz