კუბაზე რევოლუციის შემდეგ პირველი ამერიკული ქარხანა გაიხსნება | Allnews.Ge

კუბაზე რევოლუციის შემდეგ პირველი ამერიკული ქარხანა გაიხსნება

ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში აშშ-ის ხელისუფლებამ კუბაზე პირველი ამერიკული ქარხნის მშენებლობის ნებართვა გასცა.

კუბაზე ტრაქტორების მწარმოებელ ქარხანას ალაბამას შტატში მოქმედი ორი კომპანია გახსნის. AP-ის ინფორმაციით, ქარხანა წელიწადში 1 000-ზე მეტ ტრაქტორს გამოუშვებს, რომელთა რეალიზებასაც კუბელ ფერმერებს შორის მოახდენს.

კომპანიის მფლობელებს ქარხნის მშენებლობა სავარაუდოდ, 5-დან 10 მილიონ დოლარამდე დაუჯდება.

კუბასა და აშშ-ის შორის დიპლომატიური კავშირები 1961 წლის შემდეგ გაყინული იყო, მაშინ როდესაც ვაშინგტონმა კუბასთან სავაჭრო კავშირები გაწყვიტა და ემბარგო დააწესა. 2014 წელს კი აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კუბისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოვიდა.

myquiz