9 ადგილი დედამიწაზე, რომელიც მალე შეიძლება უდაბნოდ იქცეს | Allnews.Ge

9 ადგილი დედამიწაზე, რომელიც მალე შეიძლება უდაბნოდ იქცეს

სამ­თავ­რო­ბო თუ კერ­ძო თა­ნამ­გზავ­რე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ­მა კად­რებ­მა თვალ­ნათ­ლივ აჩ­ვე­ნა, თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს დე­და­მი­წის ლან­დშაფ­ტი, რო­დე­საც წყა­ლი უკან და­ხე­ვას იწყებს. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ეს ცვლი­ლე­ბე­ბი თან­და­თა­ნო­ბით ხდე­ბო­და, ზო­გან კი - ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაც­ნო­ბი წყალ­სა­ტე­ვე­ბი თით­ქმის მთლი­ა­ნად გაქ­რა.

მთელ მსოფ­ლი­ო­ში მდი­ნა­რე­ე­ბი, ტბე­ბი, წყალ­სა­ცა­ვე­ბი და ჭა­ო­ბე­ბი სა­ხეს იც­ვლი­ან. ამის მი­ზე­ზი გვალ­ვე­ბი, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, წყლის არას­წო­რი გა­ნა­წი­ლე­ბა, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და ქა­ლა­ქე­ბის მხრი­დან წყალ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდაა.

  • მდი­ნა­რე პა­რა­ნა, არ­გენ­ტი­ნა

capture-1784536570.jpg

მდი­ნა­რე პა­რა­ნა, რომ­ლის სიგ­რძეც და­ახ­ლო­ე­ბით 4 900 კი­ლო­მეტ­რია, ამა­ზო­ნის შემ­დეგ სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში მე­ო­რეა. ამავდრო­უ­ლად, ის რე­გი­ო­ნის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ვაჭ­რო გზას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ბრა­ზი­ლი­ას, პა­რაგ­ვა­ი­სა და არ­გენ­ტი­ნას აკავ­ში­რებს.

1990 და 2026 წლე­ბის თა­ნამ­გზავ­რუ­ლი ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნებს ცვლი­ლე­ბე­ბის მას­შტა­ბებს პორტ რო­სა­რი­ოს მახ­ლობ­ლად. მრა­ვალ­წლი­ა­ნი გვალ­ვის შემ­დეგ წყლის დონე მკვეთ­რად და­ე­ცა, რა­მაც მდი­ნა­რის ფსკე­რის ვრცე­ლი ნა­წი­ლე­ბი გა­ა­შიშ­ვლა და უშუ­ა­ლოდ კა­ლა­პო­ტის შუ­ა­გულ­ში ახა­ლი კუნ­ძუ­ლე­ბი წარ­მოქ­მნა.

  • პო­ო­პოს ტბა, ბო­ლი­ვია

capture-1784536606.jpg

ოდეს­ღაც პო­ო­პო ბო­ლი­ვი­ის სი­დი­დით მე­ო­რე წყალ­სა­ტე­ვი იყო. იგი ზღვის დო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 700 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობ­და, თით­ქმის 1 000 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს მო­ი­ცავ­და და ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი თე­მის - ურუს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის თევ­ზჭე­რი­სა და არ­სე­ბო­ბის მთა­ვარ წყა­როს წარ­მო­ად­გენ­და.

1984 და 2020 წლე­ბის კად­რე­ბი აჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად ძლი­ერ და­ი­ხია წყალ­მა უკან. ის, რაც ადრე დიდ, მა­ღალმთი­ან ტბას წარ­მო­ად­გენ­და, დღეს თით­ქმის მთლი­ა­ნად დამ­შრა­ლია. წყლის ხე­ლოვ­ნუ­რად მი­მარ­თვის, გვალ­ვი­სა და დათ­ბო­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბამ ტბის დიდი ნა­წი­ლი მლა­შო­ბო­ბად (ბუ­ნებ­რივ მა­რი­ლი­ან უდაბ­ნოდ) აქ­ცია. წყალ­სა­ტე­ვის გაქ­რო­ბამ მძი­მე დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ად­გი­ლობ­რივ მე­თევ­ზე­ო­ბა­სა და იმ თე­მე­ბის ცხოვ­რე­ბის წესს, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად მის რე­სურ­სებ­ზე იყ­ვნენ და­მო­კი­დე­ბულ­ნი.

  • ნგა­მის ტბა, ბოტსვა­ნა

capture-1784536641.jpg

ნგა­მის ტბა ბოტსვა­ნა­ში, ოკა­ვან­გოს დელ­ტის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ კი­დე­ზე მდე­ბა­რე­ობს. მისი ზომა ყო­ველ­თვის დიდ­წი­ლად იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ოკა­ვან­გოს უფრო ფარ­თო სის­ტე­მი­დან შე­მო­სუ­ლი წყლის მო­ცუ­ლო­ბა­ზე. ამის გამო, ტბა პე­რი­ო­დუ­ლად იც­ვლი­და მდგო­მა­რე­ო­ბას- და­ჭა­ო­ბე­ბუ­ლი ზო­ნი­დან თით­ქმის სრულ დაშ­რო­ბამ­დე.

1984 და 2020 წლე­ბის თა­ნამ­გზავ­რუ­ლი სუ­რა­თე­ბი ადას­ტუ­რებს, თუ რამ­დე­ნად მგრძნო­ბი­ა­რეა ტბა ამ­გვა­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მართ. მკაცრ­მა გვალ­ვებ­მა და მდი­ნა­რის სის­ტე­მის ზემო წე­ლი­დან წყლის არა­რე­გუ­ლა­რულ­მა დი­ნე­ბამ ის სრუ­ლი გაქ­რო­ბის პი­რას მი­იყ­ვა­ნა.

  • აკუ­ლე­ოს ლა­გუ­ნა, ჩილე

capture-1784536672.jpg

აკუ­ლე­ოს ლა­გუ­ნა (Laguna de Aculeo), რო­მე­ლიც სან­ტი­ა­გოს მახ­ლობ­ლად, პა­ი­ნეს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს, ოდეს­ღაც დას­ვე­ნე­ბის პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლი და რე­გი­ო­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წყლის ობი­ექ­ტი იყო.

2007 და 2026 წლე­ბის თა­ნამ­გზავ­რუ­ლი ფო­ტო­ე­ბი დრა­მა­ტულ ცვლი­ლე­ბებ­ზე მოწ­მობს. ლა­გუ­ნა, რო­მე­ლიც ადრე ტუ­რის­ტებს იზი­დავ­და და გარ­შე­მო მყოფ თე­მებს სი­ცო­ცხლეს უნარ­ჩუ­ნებ­და, დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მომშრა­ლია. მის გაქ­რო­ბას ხან­გრძლივ გვალ­ვა­სა და წყლის რე­სურ­სე­ბის დე­ფი­ციტს უკავ­ში­რე­ბენ. ეს ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ლე­ში ტბე­ბის გაქ­რო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია.

  • ურ­მი­ის ტბა, ირა­ნი

capture-1784536705.jpg

ირა­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ურ­მი­ის ტბა ოდეს­ღაც ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის უდი­დე­სი მლა­შე ტბა იყო. 1990-იან წლებ­ში მისი ფარ­თო­ბი თით­ქმის 6 ათას კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს აღ­წევ­და.

დღე­ი­სათ­ვის წყალ­სა­ტე­ვი და­ახ­ლო­ე­ბით 581 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტ­რამ­დე შემ­ცირ­და, რაც მისი ძვე­ლი ზო­მის 10%-ზე ნაკ­ლე­ბია. ამის მი­ზე­ზი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის ერ­თობ­ლი­ო­ბა გახ­და: ხან­გრძლი­ვი გვალ­ვე­ბი, წყლის ინ­ტენ­სი­უ­რი მოხ­მა­რე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის, მდი­ნა­რე­ე­ბის კა­ლა­პო­ტე­ბის შეც­ვლა და მი­წის­ქვე­შა წყლე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­პო­ვე­ბა.

  • ალ-ჩი­ბა­ი­შის ჭა­ო­ბე­ბი, ერა­ყი

capture-1784536758.jpg

ერა­ყის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ალ-ჩი­ბა­ი­შის ჭა­ო­ბე­ბი მე­სო­პო­ტა­მი­ის უფრო ფარ­თო ჭარ­ბტე­ნი­ა­ნი ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც იკ­ვე­ბე­ბა მდი­ნა­რე­ე­ბის — ტიგ­რო­სი­სა და ევფრა­ტის წყლე­ბით და შე­ტა­ნი­ლია იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში.

ეს ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჭა­ო­ბი­ა­ნი ეკო­სის­ტე­მაა. თუმ­ცა, 1984 და 2020 წლე­ბის თა­ნამ­გზავ­რუ­ლი ფო­ტო­ე­ბი მოწ­მობს იმ მას­შტა­ბურ და ნე­გა­ტი­ურ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რაც ამ ტე­რი­ტო­რი­ამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ცა­და.

  • ამ­ბო­ვომ­ბე, მა­და­გას­კა­რი

capture-1784536791.jpg

ამ­ბო­ვომ­ბე მა­და­გას­კა­რის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე­ობს - რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც ძლი­ე­რი გვალ­ვე­ბი­სა და კლი­მა­ტუ­რი წნე­ხის­გან ისე­დაც მუდ­მი­ვად იტან­ჯე­ბა.

1985 და 2020 წლე­ბის კად­რე­ბი ღრმა ეკო­ლო­გი­ურ კრი­ზის­ზე მი­უ­თი­თებს. მრა­ვალ­წლი­ან­მა გვალ­ვებ­მა, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბამ, წი­თელ­მა ქვი­შის ქა­რიშ­ხლებ­მა და ნა­ლე­ქე­ბის სიმ­ცი­რემ წყა­რო­ე­ბი და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­დე­გე­ბი უკი­დუ­რე­სად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა: სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა და მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა სრუ­ლად დაკ­ნინ­და, რა­მაც კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვა სი­ღა­რი­ბე და ადა­მი­ა­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­თი გა­და­სახ­ლე­ბა (მიგ­რა­ცია) გა­მო­იწ­ვია.

  • ფა­გი­ბი­ნეს ტბა, მალი

22-1784536829.jpg

ფა­გი­ბი­ნეს ტბა მა­ლის ჩრდი­ლო­ე­თით, სა­ჰა­რის სამ­ხრეთ კი­დეს­თან მდე­ბა­რე­ობს. წარ­სულ­ში იგი მდი­ნა­რე ნი­გე­რის ადი­დე­ბე­ბის ხარ­ჯზე ივ­სე­ბო­და.

1984-2020 წლე­ბის თა­ნამ­გზავ­რუ­ლი სუ­რა­თე­ბი წყალ­სა­ტე­ვის მას­შტა­ბურ შემ­ცი­რე­ბას ასა­ხავს. წყალ­დი­დო­ბე­ბის სიმ­ცი­რემ, გვალ­ვებ­მა და და­ნა­ლე­ქი ქა­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბამ ტბის ქვა­ბუ­ლის უდი­დე­სი ნა­წი­ლის დაშ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია. ტბის გაქ­რო­ბამ და­აჩ­ქა­რა გა­უ­დაბ­ნო­ე­ბის პრო­ცე­სე­ბიც. გარ­შე­მო მცხოვ­რე­ბი თე­მე­ბის­თვის ეს ნიშ­ნავ­და წყალ­ზე, სა­ძოვ­რებ­სა და შე­მო­სავ­ლის ტრა­დი­ცი­ულ წყა­რო­ებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სრულ და­კარ­გვას.

  • მი­დის ტბა, აშშ

5-1784536860.jpg

მი­დის ტბა, რო­მე­ლიც ნე­ვა­დი­სა და არი­ზო­ნას შტა­ტე­ბის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის უდი­დე­სი წყალ­სა­ცა­ვია მო­ცუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით.

იგი 1930-იან წლებ­ში, მდი­ნა­რე კო­ლო­რა­დო­ზე ჰუ­ვე­რის კაშხლის აშე­ნე­ბის შემ­დეგ შე­იქ­მნა. დღეს ის წყლით ამა­რა­გებს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს აშშ-ის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ­ში და მექ­სი­კის გარ­კვე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში. 1984 და 2020 წლე­ბის ფო­ტო­ე­ბი მკა­ფი­ოდ აჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად მკვეთ­რად და კრი­ტი­კუ­ლად შემ­ცირ­და წყლის მა­რა­გე­ბი ამ გი­გან­ტურ წყალ­სა­ცავ­ში.