რატომ სვამენ ჩინელები მთელი ცხოვრება ცხელ წყალს? - სამედიცინო ტრადიციის დადებითი თვისებები
-
ჩინეთში თბილი წყლის მიღება მრავალ საუკუნოვანი კულტურაა.
-
ტრადიციული ჩინური მედიცინის მიხედვით ცხელი წყალი სხეულის უნარჩუნებს ბალანსს და ხელს უწყობს მონელებას.
-
ბევრისთვის თბილი წყალი ზრუნვის ჟესტიც არის - სტუმრებსა და ახლობლებთან ასე გამოხატავენ ყურადღებას.
იცოდით რომ ჩინეთში ცხელი წყლი სმის მრავალათას წლიანი კულტურა არსებობს? ამის შესახებ თავის ბლოგში Mariami and China საუბრობს.
1. ჩინეთის მრავალსაუკუნოვანი სამედიცინო ტრადიცია
ტრადიციული ჩინური მედიცინა (TCM) დიდ ყურადღებას უთმობს სხეულში ენერგიების ბალანსს. ამ თეორიის მიხედვით, საჭმლის მონელება ითვლება „ცხელი პროცესად“, ხოლო ცივი წყლის მიღება ამ პროცესს აფერხებს და ორგანიზმში "ცივ ენერგიას" ზრდის.
ანელებს საჭმლის მონელებასიწვევს შინაგან ორგანოთა "გაციებას"არღვევს ორგანიზმის ენერგეტიკულ წონასწორობასTCM-ი მოითხოვს, რომ სხეულს მუდმივად შეინარჩუნოს „თბილი“ მდგომარეობა, რათა სისტემები სწორად მუშაობდნენ.
2. ჯანმრთელობისა და პრევენციის კულტურა
ბევრი ჩინელი დარწმუნებულია, რომ ცივი წყლის სმის შედეგად შესაძლებელია:
- კუჭის სპაზმები ან ტკივილები
- იმუნიტეტის დასუსტება
- ქრონიკული დაავადებების გამწვავება (განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელ სისტემაში)
სწორედ ამიტომ, მშობლები ბავშვებს ადრეულ ასაკშივე ასწავლიან, რომ ცივი წყალი საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
3. თბილი წყალი — ზრუნვის სიმბოლო
ჩინურ კულტურაში თბილი წყლის შეთავაზება ხშირად აღიქმება როგორც ზრუნვისა და ყურადღების გამოხატულება. სტუმრებს, ავადმყოფებს ან უბრალოდ მეგობრებს თბილი წყლის მიწოდება ნიშნავს: „მინდა, თავი კარგად იგრძნო“.