დედამიწის საიდუმლოება - რას გვასწავლის კუნძული, რომელიც ერთ დღეში გაჩნდა, სიცოცხლე ადამიანის გარეშე ჩაისახა და განვითარდა | Allnews.Ge

დედამიწის საიდუმლოება - რას გვასწავლის კუნძული, რომელიც ერთ დღეში გაჩნდა, სიცოცხლე ადამიანის გარეშე ჩაისახა და განვითარდა

1963 წლის ნო­ემ­ბრის ცივ დი­ლას თევზმჭე­რი ხო­მალ­დი Ísleifur II-ს ეკი­პაჟ­მა სულ ცოტა ხნის წინ და­ას­რუ­ლა წყალ­ში ბა­დე­ე­ბის გა­დაყ­რა, რო­დე­საც შე­ამ­ჩნია რომ რა­ღაც რიგ­ზე არ იყო - ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ზე­მოთ უეც­რად შავი მასა გა­მოჩ­ნდა, ეკი­პაჟ­მა რა­დიო ჩარ­თო, რად­გან იფიქ­რეს, რომ სხვა თევზმჭე­რი გემი იწ­ვო­და, მაგ­რამ ახ­ლო­მახ­ლო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

უეც­რად გემ­მა გვერ­დზე და­ი­წყო გა­დახ­რა, რა­მაც ეკი­პა­ჟი კი­დევ უფრო შე­ა­ში­ნა. მზა­რე­ულ­მა კა­პი­ტა­ნი გა­აღ­ვი­ძა - ეგო­ნათ, მო­რევ­ში ვარ­დე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა ბი­ნოკ­ლით დაკ­ვირ­ვე­ბი­სას, ცოტა ხან­ში და­ი­ნა­ხეს, რო­გორ ამო­ხეთ­ქა წყლი­დან ნაც­რის სვეტ­მა და მიხ­ვდნენ, ზღვა­ში ვულ­კა­ნი ამო­იფ­რქვა.

screenshot-2025-11-24-185603-1763996165.jpg

გან­თი­ა­დი­სას მთლი­ა­ნი ცა ფერ­ფლით და­ი­ფა­რა, ხოლო წყლის ზე­და­პი­რი­დან ამაღ­ლე­ბუ­ლი, ქე­დის ფორ­მის მასა ამო­ი­ზარ­და, რო­მე­ლიც მე­ო­რე დი­ლით უკვე 10 მეტ­რის სი­მაღ­ლის იყო. კი­დევ ერთ დღე­ში მისი სი­მაღ­ლე 40 მეტრს შე­ად­გენ­და...

ასე და­ი­ბა­და კუნ­ძუ­ლი, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სკან­დი­ნა­ვი­უ­რი მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟის, სურტსის სა­ხე­ლი და­არ­ქვეს.

ახლო მდე­ბა­რე ვეს­ტმა­ნა­ე­ი­ის არ­ქი­პე­ლა­გის მცხოვ­რებ­ლებს კი­დევ დიდი ხანი მო­უ­წი­ათ ყუ­რე­ბა თუ რო­გორ ელავ­და ზამ­თრის და­ბინ­დულ ცაზე ვულ­კა­ნუ­რი ლავა, ამოფრქვე­ვა მხო­ლოდ ორი წლის შემ­დეგ შე­წყდა.

“სურტსის“ გა­ჩე­ნამ მკვლევ­რებს უნი­კა­ლუ­რი შან­სი მის­ცა დაჰ­კვირ­ვე­ბოდ­ნენ, რო­გორ ჩნდე­ბა და ვრცელ­დე­ბა სი­ცო­ცხლე იმ ახალ მი­წა­ზე, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის ხელი არ შე­ხე­ბია.

2-1763996216.jpg

“ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ისე­თი ამოფრქვე­ვა, რო­მე­ლიც კუნ­ძულს ქმნის და რო­მე­ლიც ამ­დენ ხანს ძლებს. ეს რე­გი­ონ­ში ყო­ველ 3 000–5 000 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა, უმე­ტეს­წი­ლად მსგავ­სი კუნ­ძუ­ლე­ბი ზღვა­ში მა­ლე­ვე ირე­ცხე­ბა,“ - აცხა­დებს გე­ოგ­რა­ფი ოლგა კოლბ­რუნ ვილ­მუნ­დარ­დო­ტი­რი ის­ლან­დი­ის ბუ­ნე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტი­დან.

1960-იანი წლე­ბის შემ­დეგ სხვა კუნ­ძუ­ლე­ბიც გაჩ­ნდა, მაგ­რამ ისი­ნი ეკო­ლო­გი­უ­რად სტა­ბი­ლუ­რე­ბი არ იყ­ვნენ. “სურტსის“ წი­ნა­მორ­ბე­დი “ანაკ კრა­კა­ტა­უს კუნ­ძუ­ლი“ ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­რე­ვის შე­დე­გად მა­ლე­ვე და­ბინ­ძურ­და. ამი­ტომ ის­ლან­დი­ე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად ყო­ფი­ლი­ყო.

1965 წელს სურტსი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის ქვეშ მო­ექ­ცა, მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მცი­რე ჯგუფს მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა კუნ­ძულ­ზე ფეხი და­ედ­გათ.

მეც­ნი­ე­რე­ბი ელოდ­ნენ, რომ პირ­ველ რიგ­ში კუნ­ძულ­ზე წყალმცე­ნა­რე­ე­ბი და ხავ­სე­ბი გაჩ­ნდე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ნი­ა­დაგს შექ­მნიდ­ნენ სხვა მცე­ნა­რე­ე­ბის­თვის. მაგ­რამ ბუ­ნე­ბამ სხვაგ­ვა­რად გა­და­წყვი­ტა და ეს ეტა­პი სა­ერ­თოდ გა­მო­ტო­ვა.

შემ­დგომ წლებ­ში ტალ­ღებ­მა ბევ­რი მცე­ნა­რე მო­ი­ტა­ნა, ზოგ­მა შიშ­ველ ლა­ვურ ქა­ნებ­ზე ფეს­ვიც მო­ი­კი­და. თუმ­ცა ათი წლის შემ­დეგ ცვლი­ლე­ბე­ბი თით­ქოს შე­ჩერ­და.

3-1763996252.jpg

1980-იან წლებ­ში შავი ზურ­გა თო­ლი­ე­ბი კუნ­ძუ­ლის გარ­კვე­ულ ნა­წი­ლებ­ში ბუ­დე­ე­ბის მო­წყო­ბას შე­უდ­გნენ, ატ­ლან­ტი­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ქა­რი­ან რე­გი­ონ­ში მათ მოს­ვლამ სი­ცო­ცხლის ბუმი გა­მო­იწ­ვია - მცე­ნა­რე­თა თეს­ლი, რომ­ლე­ბიც თო­ლი­ე­ბის ფე­კა­ლი­ე­ბით ვრცელ­დე­ბო­და, სწრა­ფად ავ­რცე­ლებ­და ბა­ლა­ხო­ვან სა­ფარს, ხოლო ფრინ­ველ­თა ნარ­ჩე­ნე­ბი ნი­ა­დაგს ამ­დიდ­რებ­და. შიშ­ვე­ლი ქა­ნე­ბი პირ­ვე­ლად გამ­წვან­და.

“ეს ცო­ცხა­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია გვას­წავ­ლის, რომ ეკო­სის­ტე­მის აღ­დგე­ნა არ მიჰ­ყვე­ბა ერ­თი­ან პროგ­ნო­ზი­რე­ბად გზას, მას მრა­ვა­ლი, ზოგ­ჯერ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფაქ­ტო­რი აყა­ლი­ბებს,“ - ამ­ბობს მცე­ნა­რე­თა მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი პა­ველ ვა­სო­ვი­ჩი.

5-1763996290.jpg

დღეს კუნ­ძულს უკვე ახა­ლი სტუმ­რე­ბი: ნაც­რის­ფე­რი სე­ლა­პე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბიც მას და­სას­ვე­ნე­ბელ და გა­სამ­რავ­ლე­ბელ ად­გი­ლად იყე­ნე­ბენ. სე­ლა­პე­ბის მოს­ვლამ დიდი როლი ითა­მა­შა სურტსის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ, რომ კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძის და 174 მეტ­რი სი­მაღ­ლის კუნ­ძუ­ლი ჯერ თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პიკს მი­აღ­წევს და ერთ დღე­საც უკუს­ვლა და­ი­წყე­ბა. ზღვის ერო­ზია ნელ-ნელა კუნ­ძუ­ლის ნი­ა­დაგს დაშ­ლის და სა­ბო­ლო­ოდ ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნის მჩქე­ფა­რე ტალ­ღებ­ში მხო­ლოდ ეული კლდე დარ­ჩე­ბა.

მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გაკ­ვე­თი­ლია, რო­მელ­საც სურტსი გვას­წავ­ლის არს ის, რომ სი­ცო­ცხლე ყვე­ლა­ზე არა­ხელ­საყ­რელ და მკაცრ გა­რე­მო­შიც კი შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს და გან­ვი­თარ­დეს.