თურქეთში, არტანუჯის ციხესიმაგრეში, აშოტ დიდი კურაპალატის საფლავი იპოვეს - აღმოჩენილია ქართველი მეფის ნივთებიც: რას წერს მედია? | Allnews.Ge

თურქეთში, არტანუჯის ციხესიმაგრეში, აშოტ დიდი კურაპალატის საფლავი იპოვეს - აღმოჩენილია ქართველი მეფის ნივთებიც: რას წერს მედია?

თურ­ქეთ­ში, არ­თვინ­ში, არ­ტა­ნუ­ჯის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, ქარ­თვე­ლი მე­ფის, აშოტ კუ­რა­პა­ლა­ტის საფ­ლა­ვი იპო­ვეს. ასე­ვე ნა­პოვ­ნია სამ­ზა­რე­უ­ლოს ნივ­თე­ბი, წყალ­სა­ცა­ვი, მო­ნე­ტე­ბი და კე­რა­მი­კის ნივ­თე­ბის ნაშ­თე­ბი.

კულ­ტუ­რი­სა და ტუ­რიზ­მის სა­მი­ნის­ტრო­სა და ვა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ცი­ხე­სი­მაგ­რის შიგ­ნით არ­სე­ბულ ეკ­ლე­სი­ა­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში კვლავ გრძელ­დე­ბა.არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა ოს­მან აი­თე­ქინ­მა აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ თურ­ქულ სა­ა­გენ­ტო "ანა­დო­ლუს­თან" ისა­უბ­რა.

2-1759989024.jpg

აი­თე­ქინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­თხრე­ბი მი­ნი­მუმ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. მან ხაზი გა­უს­ვა, რომ ცი­ხე­სი­მაგ­რე, რო­მე­ლიც მე-5 სა­უ­კუ­ნე­ში აშენ­და და მე-9 სა­უ­კუ­ნე­ში ბაგ­რა­ტო­ვან­თა მე­ფის, აშოტ დი­დის მიერ აღ­დგე­ნილ იქნა და მას ქა­ლა­ქის ნა­წი­ლი და­ე­მა­ტა, ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­სახ­ლე­ბა იყო.

მისი თქმით, დად­გინ­და, რომ მმარ­თვე­ლი კლა­სი და მათი ოჯა­ხე­ბი ცი­ხის შიგ­ნით ცხოვ­რობ­დნენ, ვაჭ­რე­ბი და შეძ­ლე­ბუ­ლი ფენა კი გა­ლავ­ნით გარ­შე­მორ­ტყმულ ქა­ლა­ქის ნა­წილ­ში, სა­დაც ასე­ვე გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო მავ­ზო­ლე­უ­მი, აბა­ნო, ეკ­ლე­სია და წყა­რო (შად­რე­ვა­ნი).

"აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობ­და", - ამ­ბობს თურ­ქი პრო­ფე­სო­რი.

3-1759989037.jpg

აი­თე­ქინ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ წინა წელს და­ი­წყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი წმინ­და პეტ­რე­სა და პავ­ლეს ეკ­ლე­სი­ა­ში:

"წელ­საც ამ ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ნა­გე­ბო­ბებ­ზე ვმუ­შა­ობთ. იქვე, ახ­ლოს, აღ­მოჩ­ნდა დიდი ნა­გე­ბო­ბა, რო­მე­ლიც თო­ნი­სა და სა­სა­დი­ლოს ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და. ნა­პოვ­ნია მისი სა­ძირ­კვლე­ბი და თო­ნის ნაშ­თე­ბი. ეს გვიჩ­ვე­ნებს, რომ აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობ­და. სა­სა­დი­ლო და თო­ნის არ­სე­ბო­ბა ადას­ტუ­რებს, რომ აქ რო­გორც რე­ლი­გი­უ­რი, ისე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­სახ­ლე­ბა იყო. არის მრა­ვა­ლი წყალ­სა­ცა­ვი. ჩვენ და­ვას­რუ­ლეთ ორი წყალ­სა­ცა­ვის გა­თხრა, მე­სა­მეს ვაგ­რძე­ლებთ", - ამ­ბობს აი­თე­ქი­ნი.

"აშოტ დი­დის საფ­ლა­ვი იპო­ვეს"აი­თე­ქინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის წიგნ, „ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა­ში“, იყო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ქარ­თვე­ლი მე­ფის აშოტ დი­დის საფ­ლა­ვი წმინ­და პეტ­რე­სა და პავ­ლეს ეკ­ლე­სი­ა­შია.

მან დას­ძი­ნა:

"აშო­ტის საფ­ლავს რო­გორც ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, ისე ჩვენც ვე­ძებ­დით. ეკ­ლე­სი­ის ვიწ­რო აფ­სი­დის ნა­წილ­ში, აფ­სი­დის ქვე­მოთ, სა­მარ­ხი ოთა­ხი ვი­პო­ვეთ. ეს იყო 2 მეტ­რი სიგ­რძი­სა და 1 მეტ­რი და 80 სან­ტი­მეტ­რი სი­გა­ნის, თა­ღო­ვა­ნი სა­მარ­ხი არ­ტა­ნუ­ჯის ცი­ხე­ში, წმინ­და პეტ­რე­სა და პავ­ლეს ეკ­ლე­სი­ის აფ­სი­დის ქვეშ. სამ­წუ­ხა­როდ,

სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი საფ­ლა­ვი იძებ­ნე­ბო­და. უც­ნო­ბი იყო დე­დო­ფალ თა­მა­რის საფ­ლა­ვი. მე­ო­რე კი აშოტ დი­დის საფ­ლა­ვი. ნათ­ქვა­მი იყო, რომ აშო­ტი აქ იყო დაკ­რძა­ლუ­ლი, მაგ­რამ ზუს­ტად სად, არა­ვინ იცო­და. ჩვენ აშოტ დი­დის საფ­ლა­ვი ვი­პო­ვეთ" - ამ­ბობს აი­თე­ქი­ნი.

მი­სი­ვე თქმით, გა­თხრე­ბის დროს ასე­ვე ნა­პოვ­ნია მე-11 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის ბი­ზან­ტი­უ­რი მო­ნე­ტა, კე­რა­მი­კის ფრაგ­მენ­ტე­ბი, ქვი­სა და ლი­თო­ნის ქვე­მე­ხის ტყვი­ე­ბი და ა.შ> მან თქვა, რომ ნა­პოვ­ნი ნივ­თე­ბი წლის ბო­ლოს არ­თვი­ნის მუ­ზე­უმს გა­და­ე­ცე­მა.

აი­თე­ქინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­თხრე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მისი აზ­რით, ეს ტე­რი­ტო­რია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი და ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი გახ­დე­ბა.

წყარო