რა იმალება ანტარქტიდის ქვეშ? - მეცნიერების უცნაური აღმოჩენა და ასობით თხრილი ფსკერზე | Allnews.Ge

რა იმალება ანტარქტიდის ქვეშ? - მეცნიერების უცნაური აღმოჩენა და ასობით თხრილი ფსკერზე

მეც­ნი­ე­რებ­მა ან­ტარ­ქტი­დის წყლე­ბის ქვეშ შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მო­ჩე­ნა გა­ა­კე­თეს - მკვლევ­რებ­მა ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე ღრმად ამოკ­ვე­თი­ლი 332 ფა­რუ­ლი თხრი­ლი იპო­ვეს.

ზო­გი­ერ­თი თხრი­ლის სიღ­რმე 4000 მეტრს აღ­წევს."ამათ­გან ყვე­ლა­ზე სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დაა, რო­მე­ლიც რთუ­ლი, გან­შტო­ე­ბუ­ლი კა­ნი­ო­ნე­ბის სის­ტე­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა“ - ამ­ბობს ბარ­სე­ლო­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დე­ვიდ ამ­ბლა­სი.

  • კა­ნი­ო­ნი ზღვის დო­ნის დაბ­ლა 3500 მეტ­რამ­დე ჩა­დის; ყი­ნუ­ლის ამ მა­სის ქვეშ, ხმე­ლე­თის ფსკე­რი ოკე­ა­ნის სა­შუ­ა­ლო სიღ­რმის ნა­ხე­ვარ­ზე დაბ­ლაა, რვა­ჯერ უფრო ღრმად, ვიდ­რე მკვდა­რი ზღვის სა­ნა­პი­რო­ე­ბი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი ხმე­ლე­თია.

ეს უზარ­მა­ზა­რი კა­ნი­ო­ნე­ბი სა­სი­ცო­ცხლო როლს ას­რუ­ლე­ბენ ოკე­ა­ნის მრა­ვალ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცეს­ში - საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით მდი­და­რი ნა­ლე­ქი სა­ნა­პი­რო­დან უფრო ფარ­თო ოკე­ა­ნე­ში გა­და­აქვთ, აკავ­ში­რე­ბენ არაღ­რმა და ღრმა წყლებს და ქმნი­ან ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით მდი­დარ ჰა­ბი­ტა­ტებს.

ან­ტარ­ქტი­დის წინა აე­როკ­ვლე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად რა­და­რებს ეფუძ­ნე­ბო­და და სრუ­ლი სიღ­რმე­ე­ბის გა­ზომ­ვა არ შე­ეძ­ლო. თუმ­ცა, ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რუკა სა­ხე­ლად BedMachine ყი­ნუ­ლებ­ში უფრო ღრმად სწვდე­ბა, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე მსგავ­სი რუკა აქამ­დე. რუ­კის ანა­ლი­ზით, მკვლევ­რებ­მა ყი­ნუ­ლის ქვეშ გა­ცი­ლე­ბით მეტი კა­ნი­ო­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ვიდ­რე ადრე ელოდ­ნენ.

მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, ამ აღ­მო­ჩე­ნას შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით ფარ­თო გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­ზე.

წყარო