რა ბედი ელის სინას მთას? - მორწმუნეთათვის წმინდა ადგილი მალე ტურისტულ მეგაპროექტად იქცევა: დეტალები | Allnews.Ge

რა ბედი ელის სინას მთას? - მორწმუნეთათვის წმინდა ადგილი მალე ტურისტულ მეგაპროექტად იქცევა: დეტალები

ეგ­ვიპ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წმინ­და ად­გი­ლი, სინას მთა - რო­მელ­საც ებ­რა­ე­ლე­ბი, ქრის­ტი­ა­ნე­ბი და მუ­სულ­მა­ნე­ბი ეთაყ­ვა­ნე­ბი­ან, მალე ტუ­რის­ტულ მე­გაპ­რო­ექ­ტად იქ­ცე­ვა.

სი­ნას მთა მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვარ­თათ­ვის თა­ნაბ­რად წმინ­და ად­გი­ლა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. ის ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ჯა­ბალ მუ­სას სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. მორ­წმუ­ნე­თა მი­ხედ­ვით, სწო­რედ ამ მთა­ზე გა­და­ე­ცა მო­სეს 10 მცნე­ბა, ბიბ­ლი­ი­სა და ყუ­რა­ნის თა­ნახ­მად კი, სწო­რედ აქ ესა­უბ­რა ღმერ­თი წი­ნას­წარ­მე­ტყველს ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ბუჩ­ქი­დან.

d8d038b0-89a1-11f0-9cf6-cbf3e73ce2b9-76918-1757861700.png

  • ეგ­ვიპ­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რეგიონის ტუ­რის­ტულ "ჰა­ბად" გარდაქმნას გეგმავს.

თუმ­ცა ამ საკითხთან დაკავშირებით ღრმა შეშ­ფო­თე­ბა არსებობს.

სი­ნას მთა, რო­მე­ლიც იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი­ცაა და მო­ი­ცავს მო­ნას­ტერს, ქა­ლაქ­სა და მთას, ახლა ტრანსფორ­მა­ცი­ის წი­ნა­შეა. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ისიც, რომ აქ ცხოვ­რობს ბე­დუ­ი­ნე­ბის თემი - ჯე­ბე­ლე­ი­ას ტომი. წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს მცვე­ლე­ბის სა­ხე­ლით ცნო­ბილ ტომს უკვე და­უნ­გრი­ეს სახ­ლე­ბი, ეკო-ბა­ნა­კე­ბი და სა­ნაც­ვლოდ მცი­რე, ან სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი კომ­პენ­სა­ცია არ მის­ცეს. ამას გარ­და, ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლიც კი გახ­დნენ, საფ­ლა­ვე­ბი­დან ცხედ­რე­ბი ამო­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ, რათა ახა­ლი ავ­ტო­სად­გო­მის­თვის ად­გი­ლი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ.

"შე­საძ­ლოა, ამ ტე­რი­ტო­რი­ას ესა­ჭი­რო­ე­ბო­და კი­დეც ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, თუმ­ცა ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ბე­დუ­ი­ნე­ბის ხარ­ჯზე",- აცხა­დებს ბრი­ტა­ნე­ლი მოგ­ზა­უ­რი და ავ­ტო­რი, ბენ ჰოფ­ლე­რი, რო­მე­ლიც სი­ნას მთის ტო­მებ­თან მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

"ეს ის გან­ვი­თა­რე­ბა არაა, რო­მე­ლიც ჯე­ბე­ლე­ი­ას სურ­და, რად­გან ეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე მე­ტად, გა­რე­შე პი­რე­ბის ინ­ტე­რე­სებს უფრო აკ­მა­ყო­ფი­ლებს",- გა­ნუ­ცხა­და მან BBC-ს."მომ­თა­ბა­რე ბე­დუ­ი­ნე­ბის ტო­მის გარ­შე­მო ახა­ლი ურ­ბა­ნუ­ლი სამ­ყა­რო შენ­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­მუ­და­მოდ შეც­ვლის მათ ცხოვ­რე­ბას",- დას­ძი­ნა ჰოფ­ლერ­მა.

bfbfceb0-8b92-11f0-b247-1583156794c2-76992-1757861797.jpg

ეგ­ვიპ­ტემ ტუ­რის­ტებ­ზე გათ­ვლი­ლი პრო­ექ­ტი 2021 წელს და­ი­წყო. გეგ­მა მო­ი­ცავს სას­ტუმ­რო­ე­ბის, ეკო-ლო­ჟე­ბის და ვი­ზი­ტორ­თა უშ­ვე­ლე­ბე­ლი ცენ­ტრის გახ­სნას, ასე­ვე ახ­ლომ­დე­ბა­რე პა­ტა­რა აე­რო­პორ­ტი­სა და მო­სეს მთამ­დე მი­მა­ვა­ლი სა­ბა­გი­რო გზის გა­ფარ­თო­ე­ბას.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ის თვი­სე­ბე­ბი, რაც ამ ად­გილს გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდი­და, ახლა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რი­სას, იუ­ნეს­კო აღ­ნიშ­ნავს, თუ რო­გორ "ქმნის მო­ნას­ტრის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი უხე­ში მთი­ა­ნი ლან­დშაფ­ტი იდე­ა­ლურ ხედს".

  • 2023 წელს იუ­ნეს­კომ თა­ვი­სი შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა და ეგ­ვიპ­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

კო­ვი­დის შემ­დგომ ეგ­ვიპ­ტის მთავ­რო­ბამ 2028 წლის­თვის 30 მი­ლი­ო­ნი ვი­ზი­ტო­რამ­დე მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა და რო­გორც ჩანს სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა სი­ნას მთის ტუ­რის­ტულ "ჰა­ბად" ქცე­ვა. ამას­თან, სი­ნას კო­მერ­ცი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბი ბე­დუ­ი­ნე­ბის თე­მებ­თან გან­ხილ­ვის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ელ­და.

ეგ­ვიპ­ტის მთავ­რო­ბა იმა­საც აცხა­დებს, რომ ისი­ნი ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზეც ზრუ­ნა­ვენ და ბე­დუ­ი­ნე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უბ­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბაც და­წყე­ბუ­ლია.

წყარო