"შეზლონგის ფასი 5 ლ, ქოლგაც 5 ლ, პარაშუტით აფრენა 150" - რა ღირს წელს ბათუმში დასვენება, სადაც ტურიზმის სფეროში დასაქმებულები ტურისტების ნაკლებობას ჩივიან?
ტემპერატურის მატებასთან ერთად შვებულებების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, დამსვენებლები სასურველ მიმართულებებს არჩევენ. დიდი არჩევანიც აქვთ, საქართველო ხომ მდიდარია კურორტებით.
ბათუმი კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად რჩება. საზოგადოებრივი ინტერესიდენ გამომდინარე გთავაზობთ, თუ როგორი ფასები დაგხვდებათ ბათუმის პლაჟზე.
როგორც, "ბათუმელები" იუწყება, წელს ყველა მიუთითებს იმაზე, რომ ამ სეზონზე ტურისტების განსაკუთრებული სიმცირეა. მცირე ბიზნესით დაკავებული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტურისტების მკვეთრად შემცირება ისრაელი-ირანის ომს უკავშირდება.
მათივე ცნობით, ბათუმის სანაპიროზე წელს შეზლონგის ფასი ისევ 5 ლარია, ქოლგაც – 5 ლარია მთელი დღით, თუმცა ძველი ბათუმის ჩაყოლებაზე შეზლონგში 10 ლარის გადახდა მოგიწევთ – ბადიანი შეზლონგი ასე ღირს, კომფორტულია წამოსაწოლადო – ირწმუნებიან შეზლონგის გამქირავებლები.
გამოცემასთან საუბრსის სიმინდის დამტარებელი აცხადებს, რომ იძულებულია პროდუქტზე ფასები შეინარჩუნოს.
„სიმინდს ისევ 5 ლარად ვყიდი, ყვითელი სიმინდი 7 ლარია, ცხოვრება გაძვირდა, რამე ღირს იგივე ფასი, რაც შარშან იყო? ჩვენ ისევ იმავე ფასებში ვმუშაობთ, რომ მშიერი არ დამრჩეს შვილიშვილები,“ – მწველ სიცხეში ქვიშიან სანაპიროს მიუყვება ქალი.
ველოსიპედების და კვადროციკლების ფასი არ შეცვლილა. ველოსიპედის დაქირავება ნახევარი საათით 5 ლარად შეიძლება, ოთხბორბლიანი ველოსიპედის – 20 ლარად, კვადროციკლების ფასი კი, საათში საშუალოდ 40-50 ლარია.
რაც შეეხება პარაშუტით აფრენის საფასურს, ის ისევ 150 ლარია, საქართველოს მოქალაქეებისთვის – 100 ლარი.