საქართველოში უვიზოდ შემოსვლას დამატებით 17 ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ - იხილეთ ქვეყნების ჩამონათვალი
მიმდინარე წლის 16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ - ამის შესახებ ირკვევა მთავრობის დადგენილებიდან.
„იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლებათ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს:
- ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;
- ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა;
- განის რესპუბლიკა;ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა;
- ერიტრეას სახელმწიფო;
- იემენის რესპუბლიკა;
- კამერუნის რესპუბლიკა;
- კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკა;
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
- მაროკოს სამეფო;ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა;
- პაკისტანის ისლამური რესპუბლიკასომალის ფედერაციული რესპუბლიკა;სირიის არაბთა რესპუბლიკა;
- სუდანის რესპუბლიკა;
- ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა;
- უგანდის რესპუბლიკა.