„სიტუაცია ცუდიდან უარესისკენ წავიდა, ვკლავთ ტურიზმს - ისე დააგდეს ფასები სასტუმროებმა, რომ დღგ ვეღარ გადაიხადეს“ - ჰოტელიერი | Allnews.Ge

„სიტუაცია ცუდიდან უარესისკენ წავიდა, ვკლავთ ტურიზმს - ისე დააგდეს ფასები სასტუმროებმა, რომ დღგ ვეღარ გადაიხადეს“ - ჰოტელიერი

„ტურიზმში შემოვიდა არა ხარისხზე, არამედ ,,პერეხვატზე" დაგეშილი კომპანიები“, - ამის შესახებ ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მას მაგალითისთვის ერთ-ერთი უცხოური კომპანია მოჰყავს, რომელიც მაია მურაჩაშვილის თქმით, „ბოლო სამი წელია გარდამავალი დროშასავით გადადის ქართული ტურ-ოპერატორიდან ტურ-ოპერატორზე და ყოველ ჯერზე ფასს აკლებინებს“.

საბოლოოდ კი, როგორც ჰოტელიერი განმარტავს, მოგებას იზრდის უცხოური კომპანია, ადგილობრივი კომპანიები კი ტურიზმს კლავენ.

„ბიზნესპრენიუსი“ მაია მურაჩაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საიდან დავიწყო? იქნებ იქიდან, ჯერ კიდევ 2012-2019 წლებში სასტუმროებში და ტურიზმში თავის საქმის მცოდნე ხალხი რომ მუშაობდა, ესმოდათ სასტუმროს ოპერაციული ხარჯის არსი, ბიზნესის მოგების აუცილებელი კოეფიციენტი, როცა ინვესტორს თამამად ეტყოდი: გირჩევ ამ ბიზნესში ფულის ჩადებას, 9-11 წელში საინვესტიციო თანხას გაასწორებ - და არ იტყუებოდი, მართლა ასე იყო. მაშინ, ტურ-ოპერატორებიც არ ვწუწუნებდით, მოგვცემდნენ ფასს სასტუმროები და იმ ფასზე ვსწორდებოდით ყველა ტურ-ოპერატორი. პარტნიორის მოძიება ფასის იმდენად არა, რამდენადაც მოლაპარაკების უნარის, სანდოობის, საქმის ცოდნის და პასუხისმგებლობის თემა იყო. მაშინ markup ტურისტული პაკეტიდან დაახლოებით 20% იყო. ყველა კმაყოფილი იყო, ტურიზმიც იხვეწებოდა.

"სიტუაცია ცუდიდან უარესისკენ წავიდა, ვკლავთ ტურიზმს"

პანდემიის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი: 2021 წელს გადარჩენის წელია-თქო ვიფიქრე და დაბალი ფასები არ გამკვირვებია, მერე მოვიდა 2022, 2023, 2024, 2025 დადგა და ჰოი საოცრებავ - სიტუაცია ცუდიდან უარესობისკენ წავიდა. კატასტროფულად დაბალი ფასებია სასტუმროებში, რომლებიც საოპერაციო ხარჯს ვეღარ იხდიან, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილებით დააგდეს ფასი. დააგდეს ისე, რომ დღგ ვეღარ გადაიხადეს. ბოლოს გასაყიდი სასტუმროების სია გაიზარდა, მაგრამ ინვესტორი არ არის, ვინ ეტყვის ინვესტორს 9-11 წელში ამოიღებ ინვესტირებულ თანხასო?

კონკურენციამ ფასით და არა ხარისხით, დააზარალა სრულიად განთავსების სფერო, მაგრამ აქ დამნაშავე ორი მხარეა - სასტუმრო, რომელიც ვერ ითვლის ცარიელი ოთახების ხარჯს გასაყიდი ფასი რომ ვერ უბალანსებს და ტურისტული კომპანია: რომელიც ოღონდ კონკურენტს წაართვას ჯგუფები, ითხოვს და ითხოვს უსასრულოდ დაბალ ფასს, მეტი ეფექტისთვის ზოგიერთმა საკუთარი დღგ-ც კი შესთავაზა უცხოურ კომპანიას და იფეთქა ამბავმა: საქართველოში ასე ხდება და ითხოვს ახლა ყველა დაბალ ფასს სასტუმროსგან, დაბალ ფასს ტურ-ოპერატორისგან და გაყოფილ დღგ-ს.

ბრენდი სასტუმროები რაღამ გადარია ვერ გავიგე - ზოგ კომპანიას და ხშირად პირდაპირ უცხოელს ისეთ ფასად აძლევენ ნომრებს, ჩვენ რომ ვთხოვოთ, როგორ გვაკადრე სახით გადმოგვხედავენ... თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფასი, რომელსაც თუნდაც ერთ კომპანიაზე ,,საიდუმლოდ“ გასცემს, საიდუმლოდვე რჩება, მათთვის ცუდი ამბავი მაქვს: აუცილებლად ჟონავს!

2018 წელს ინდოეთის ტურისტული ბაზარი მაღალმხარჯველუნარიანი იყო, ფასებზე ვერ წუწუნებდნენ, თუ წუწუნებდნენ, იცოდნენ შესაფერის განთავსებას და სერვისს მიიღებდნენ და OK იყო მათთვის. ფილმების გადაღებისას, სასტუმროებში 80 დოლარზე ნაკლებს განთავსებაში არავინ იხდიდა, (დღეს 35-40 დოლარს თვითონ აწესებენ და პოულობენ), ამ დაბალი ფასიდან ჩათვლილ დღგ-საც ითხოვენ რომ გაუყო... ხანდახან ძალიან ვნანობ, ამდენი რომ ვიბრძოლე მაგ ბაზრის დაბრუნებისთვის. იხილეთ სრულად