ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება - რა არის ETIAS და როდიდან ამოქმედდება? | Allnews.Ge

ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება - რა არის ETIAS და როდიდან ამოქმედდება?

2025 წლი­დან, ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, სა­ზღვრის კვე­თის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, გა­ზა­ფხუ­ლი­დან 60-ზე მეტი ქვეყ­ნის 1.4 მი­ლი­არ­დამ­დე მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­შირ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის უფ­ლე­ბა აქვს, შენ­გე­ნის 27 ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე ბულ­გა­რეთ­ში, რუ­მი­ნეთ­სა და კვიპ­როს­ზე გა­სამ­გზავ­რებ­ლად მოგ­ზა­უ­რო­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია ე.წ. ETIAS დას­ჭირ­დე­ბა.

ETIAS არის ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სის­ტე­მა - იგი­ვე ონ­ლა­ი­ნავ­ტო­რი­ზა­ცი­აა. ETIAS-ის მოქ­მე­დი ავ­ტო­რი­ზა­ცია 180 დღის პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პის 30 ქვე­ყა­ნა­ში 90 დღით გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თვის გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ETIAS-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი­დან იქ­ნე­ბა.

ETIAS-ზე გა­ნა­ცხა­დის­თვის დაგ­ჭირ­დე­ბათ: პას­პორ­ტი, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბის ვადა 3 თვეს აღე­მა­ტე­ბა; ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თი; ონ­ლა­ინ ფორ­მის შევ­სე­ბა; გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და 7 ევ­როს ოდე­ნო­ბით....წა­ი­კი­თხეთ ვრცლად