2024 წელს საქართველოში არარეზიდენტების მხრიდან 7.4 მლნ შემოსვლა დაფიქსირდა - რომელი ქვეყნის მოქალაქეები ლიდერობენ
2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების მხრიდან 7.4 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებმა 6.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.6%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
ამასთან, საქსტატის მიხედვით, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.4 მილიონს მიაღწია, რაც 5.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
აქედან, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების 78.8% მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტები - 17.2%, ხოლო ვიზიტორების - 4.0% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. იხილეთ სრულად