რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ საქართველოში ყველაზე მეტს?
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.1 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.
PMCG-ის კვლევის თანახმად, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი იყო რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი (მთლიანი შემოსავლის 19%). მას მთლიანი შემოსავლების 16%-ით თურქეთი მოსდევდა. მიუხედავად ამისა, ერთ ვიზიტზე მიღებული შემოსავლის მიხედვით, რუსეთისა და თურქეთის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისას ჩამორჩება.
უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, ერთ ვიზიტზე დაანგარიშებით ყველაზე მეტი დანახარჯები საუდის არაბეთის მოქალაქეებს აქვთ - ისინი საშუალოდ 1 529 დოლარს ხარჯავენ. მეორე ადგილს იკავებს ისრაელი ერთ ვიზიტზე დაანგარიშებით 1 339 დოლარით.
კვლევის თანახმად, ერთი ვიზიტის დანახარჯებით ათეულს შემდეგი ქვეყნები ავსებენ:
- უკრაინა - 1.3 ათასი დოლარი;
- ევროკავშირის ქვეყნები - 1.3 ათასი დოლარი;
- ირანი - ათასი დოლარი;
- ბელარუსი - 800 დოლარი;