რა ღირს ოკუპირებულ რეგიონში დასვენება- აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის აგვისტოს ბოლოსაც ყველაზე იაფია?
რუსებისთვის აგვისტოს ბოლოს ყველაზე იაფი ზღვისპირა დასასვენებელი ადგილი აფხაზეთია. ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მონაცემებში წერია.
კერძოდ, თვის დასაწყისთან შედარებით, წყვილზე ათდღიანი ტურის მინიმალური ღირებულება, ტრანსფერისა და საუზმის ჩათვლით, 36%-ით, 64 ათას რუბლამდე (700 დოლარმდე) დაეცა.
მეორე ადგილზე დიდი სოჭია, სადაც დასვენების ფასი აგვისტოს ბოლოს, თვის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით, 30%-ით დაეცა. წყვილზე საპაკეტო ტურის ღირებულება 66,7 ათასი რუბლიდან (730 დოლარიდან) იწყება.
ტოპ სამეულს ანაპა ხურავს, სადაც მოსკოვიდან საკუთარი მანქანით 10 დღით მოგზაურობა და ორვარსკვლავიან სასტუმროში საუზმით განთავსება ორი ადამიანისთვის 10%-ით ნაკლები, ანუ, მინიმუმ, 71,9 ათასი რუბლი (786 დოლარი) ღირს. იხილეთ სრულად