იტალია გთავაზობთ 30 000 ევრომდე გრანტს თუ ქვეყნის მთიან რეგიონებში საცხოვრებლად გადახვალთ | Allnews.Ge

იტალია გთავაზობთ 30 000 ევრომდე გრანტს თუ ქვეყნის მთიან რეგიონებში საცხოვრებლად გადახვალთ

იტალიურმა რეგიონმა ტოსკანამ "Residency in the Mountains 2024" პროგრამა გამოაცხადა, რომელიც ხალხის რეგიონის სოფლებში გადასასვლელად ფინანსური სტიმულის შექმნას ისახავს მიზნად.

პროგრამის საშუალებით, იტალია ადამიანებს 10,000 ევროდან 30,000 ევრომდე გრანტებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებაც სახლის ყიდვისა და რემონტის ხარჯების დასაფარად შეიძლება.

„ინტერვენციის მიზანია ხელი შეუწყოს და წაახალისოს მთის ტერიტორიების ხელახალი დასახლება და გააძლიეროს სოციალურ-ეკონომიკური ზრდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტოსკანამ საერთო ფონდის სახით 2,800,000 ევრო(დაახლოებით 3,001,712 აშშ დოლარი) გამოყო. ეს გრანტები იმ ხარჯების 50%-ს დაფარავს, რომელიც 5000-ზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქალაქში სახლის შეძენასა და მოწესრიგებასთან არის დაკავშირებული.

დაინტერესებულ პირებს ექნებათ ვალდებულება შეძენილი ქონება მუდმივ საცხოვრებლად აქციონ.

განმცხადებლები შესაძლოა იყვნენ: იტალიის მოქალაქეები, ევროკავშირის მოქალაქეები და ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ გრძელვადიანი ბინადრობის(არანაკლებ 10 წელი) უფლება. ასევე, პროექტში ჩართვის შემდეგ, აუცილებელი პირობაა იტალიურ ქალაქში მაცხოვრებლად დარეგისტრირება. იხილეთ სრულად

myquiz