პარაშუტით აფრენა 100-150, ველოსიპედი 15 ლარი - რა დაგიჯდებათ წელს ბათუმის პლაჟზე დასვენება? | Allnews.Ge

პარაშუტით აფრენა 100-150, ველოსიპედი 15 ლარი - რა დაგიჯდებათ წელს ბათუმის პლაჟზე დასვენება?

რა ეღირება ბათუმის პლაჟზე არსებული სერვისები ზაფხულის განმავლობაში - ამის შესახებ სტატიას გამოცემა "ბათუმელები" აქვეყნებს. ადგილობრივი მედიასაშუალება დეტალურად წერს, სად რა დახვდება ზღვისპირა ქალაქში ჩასულ ტურისტს.

მაგალითად, როგორც გამოცემა წერს, წელს შეზლონგის ფასები არ გაზრდილა - სტანდარტული შეზლონგი 5 ლარი ღირს, ე.წ. ბადეებიანი კი 10. 5 ლარი ღირს ქოლგაც.

zgva-8-1719293867.jpg

zgva-new-3-1719293879.jpg

პარაშუტით ფრენა ბათუმის ზღვის თავზე უცხოელებისთვის 150, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი 100 ლარი ეღირება. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წუთია.

რაც შეეხება კატერებს - როგორც გამოცემა კატერის გამქირავებლებზე დაყრდნობით წერს, მისი ფასი ნახევარი საათით 200 ლარია, ზღვაში სკუტერით გასვლა კი 10 წუთით 100 ლარი ეღირება.

"ბათუმელების" ცნობით, ელექტრომოპედით ბათუმის ბულვარში სეირნობა საათი 40 ლარია.

ყველაზე იაფი ველოსიპედია დაქირავებაა – საათი 15 ლარი. ანბანის კოშკთან შესაძლებელია ელექტრონული ველოსიპედის დაქირავებაც 30 ლარად.