უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის აღდგენას აპირებს - როგორია მისი მარშრუტი? | Allnews.Ge

უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის აღდგენას აპირებს - როგორია მისი მარშრუტი?

კომპანია Ukrferry უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით საბორნე მიმოსვლის აღდგენას აპირებს.

LIGA.net-ის ცნობით, განრიგის მიხედვით, პირველი რეისი ჩერნომორსკიდან 2 ივლისს იგეგმება, მგზავრობის დრო კი დაახლოებით 60 საათია. ბორანზე ჯამში 250 მგზავრისთვისაა ადგილი.

ბორნის სიგრძე 190 მეტრი, ხოლო სიგანე 28 მეტრია.

"ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შეიძლება განთავსდეს 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონი და 50 მძიმე სატვირთო მანქანა", - ნათქვამია განცხადებაში.უკრაინა ამჟამად აზერბაიჯანიდან უკრაინაში საბორნე მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა.

myquiz