ვალერია კიკვიძის ეგზოტიკური თავგადასავლები და ულამაზესი ფოტოები: რას ჰყვება სოლო მოგზაური? | Allnews.Ge

ვალერია კიკვიძის ეგზოტიკური თავგადასავლები და ულამაზესი ფოტოები: რას ჰყვება სოლო მოგზაური?

თუ მოგ­ზა­უ­რო­ბა გიყ­ვართ და ფო­ტოგ­რა­ფი­აც გი­ტა­ცებთ, მა­შინ ჩა­უ­ჯე­ქით, რად­გან სა­ინ­ტე­რე­სო გო­გო­ნას შე­სა­ხებ უნდა გი­ამ­ბოთ - შე­საძ­ლოა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან იცით კი­დეც ვა­ლე­რია კიკ­ვი­ძის შე­სა­ხებ. ის მოგ­ზა­უ­რია, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რო­ბის წუ­თებს, ნა­ნახს, ულა­მა­ზეს კად­რე­ბად აღ­ბეჭ­დავს. მისი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ეს­თე­ტი­კით და ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბაც მი­იქ­ცია.

ვა­ლე­რია Ambebi.ge-ს თა­ვი­სი თავ­გა­და­სავ­ლის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა:

ვა­ლე­რია კიკ­ვი­ძე:- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ჩემს საყ­ვა­რელ ბა­თუმ­ში. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის დრო რომ დად­გა, გა­და­ვე­დი თბი­ლის­ში. ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე ვსწავ­ლობ­დი კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც უკარ­გე­სი ლექ­ტო­რე­ბი მყავ­და. საქ­მი­ა­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, სა­პორ­ტრე­ტო და სა­ქორ­წი­ნო ფო­ტო­სე­სი­ებს ვი­ღებ. ასე­ვე, ჩოგ­ბურ­თის გაკ­ვე­თი­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ვი­წყებ.

valeria4-35874-1713763498.jpg

მოგ­ზა­უ­რო­ბა

ჯერ­ჯე­რო­ბით 18 ქვე­ყა­ნა მო­ვი­ნა­ხუ­ლე. მო­მა­ვალ სა­მოგ­ზა­უ­რო გეგ­მებს, რაც შე­ე­ხე­ბა, არა­სო­დეს ვგეგ­მავ, თუმ­ცა კვლავ აზია მი­ზი­დავს სა­მოგ­ზა­უ­როდ. ბავ­შვო­ბი­დან და­მა­ტა­რებ­დნენ მშობ­ლე­ბი ბუ­ნე­ბა­ში, ხან პიკ­ნი­კებ­ზე შეკ­ვე­თილ­ში, ხან აჭა­რა­ში ჩანჩქე­რებ­ზე … პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თაც მათ­თან ერ­თად იყო - თურ­ქეთ­ში, არ მახ­სოვს რამ­დე­ნი წლის ვი­ყა­ვი. სულ მქონ­და ძლი­ე­რი ინ­ტე­რე­სი სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის ხალ­ხის მი­მართ. ჩემი პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ პა­ტა­რა­ო­ბა­ში და­ვი­სა­ხე, ფულს ვაგ­რო­ვებ­დი ყუ­ლა­ბა­ში.

18 წლის ვი­ყა­ვი, რო­გორც კი პირ­ვე­ლი კურ­სი და­ვას­რუ­ლე, მშობ­ლე­ბის უთ­ქმე­ლად და ბევ­რი კი­თხვის გა­რე­შე, გა­ვემ­გზავ­რე ბარ­სე­ლო­ნა­ში თავ­გა­და­სავ­ლის­თვის.

მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბა

მარ­ტო ვმოგ­ზა­უ­რობ, რად­გან სპონ­ტა­ნუ­რად და შეგ­რძნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ვწყვეტ სად რამ­დე­ნი ხანი გა­ვა­ტა­რო ძი­რი­თა­დად მა­ინც ჩემი და ჩემი სა­ნაც­ნო­ბოს ინ­ტე­რე­სე­ბი არ ემ­თხვე­ვა ხოლ­მე. მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­გიძ­ლია სა­კუ­თა­რი გზე­ბით, სა­კუ­თარ ტემპში მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ერ­წყა და გა­ეც­ნო ახალ გა­რე­მოს. სე­ირ­ნო­ბა მიყ­ვარს ძა­ლი­ან, ქუ­ჩებ­ში ვხე­ტი­ა­ლობ ძი­რი­თა­დად და ხალ­ხის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას ვი­ღებ. ვინც ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არაა, მო­მა­ბეზ­რებ­ლა­დაც მო­ეჩ­ვე­ნე­ბა ჩემ გვერ­დით, დიდ მან­ძილ­ზე, ბევ­რი გა­ჩე­რე­ბე­ბით, “უაზ­როდ სი­ა­რუ­ლი”, ან თუნ­დაც ისე­თი ად­გი­ლის ნახ­ვის სურ­ვი­ლი, რო­გო­რიც ბაზ­რო­ბაა (სა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად მივ­დი­ვარ) რად­გან, იქ მხვდე­ბა ისე­თი ატ­მოს­ფე­რო სა­დაც სა­ა­თო­ბით შე­მიძ­ლია ვი­ხე­ტი­ა­ლო და გა­და­ვი­ღო ფო­ტო­ე­ბი.

valeria8-36306-1713763510.jpg

ფო­ტოგ­რა­ფია

სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბი ყო­ველ­თვის ცოტა მაქვს, რად­გან მე ვუ­ღებ ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს. ხოლო, ჩემი ფო­ტო­ე­ბი მრჩე­ბა თუ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­მი­ღე­ბენ, ან შე­იძ­ლე­ბა ირ­გვლივ ხალ­ხს ვთხოვ გა­და­მი­ღონ, ეს ხერ­ხი ყო­ველ­თვის მუ­შა­ობს და თუ არა­ვი­ნაა უბ­რა­ლოდ სელ­ფის ვი­ღებ , ძა­ლი­ან თუ მომ­წონს ად­გი­ლი 14mm ლინ­ზა­ზე ვუ­ღებ სა­კუ­თარ თავს. იხილეთ სრულად