„აშშ-ში მივხვდი, ეს არ იყო ჩემი ცხოვრების სტილი და გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო მემოგზაურა“- გაიცანით ქართველ ახალგაზრდა, რომელიც დაუგეგმავად მოგზაურობს | Allnews.Ge

„აშშ-ში მივხვდი, ეს არ იყო ჩემი ცხოვრების სტილი და გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო მემოგზაურა“- გაიცანით ქართველ ახალგაზრდა, რომელიც დაუგეგმავად მოგზაურობს

მოგზაურობა, ახალი ადგილებისა და კულტურის აღმოჩენა უამრავი ადამიანისთვის დაუვიწყარ თავგადასავალს წარმოადგენს. მსოფლიოში ტურიზმს მზარდი ტენდენცია აქვს და პლანეტის ყველაზე პოპულარულ ადგილებს წლიდან-წლამდე წულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. ბოლო დროს გავლენიანი მედიასაშუალებები ხშირად წერენ, რომ მასობრივმა ტურიზმმა პლანეტის ყველაზე ეგზოტიკურ ადგილებსაც კი ხიბლი დაუკარგა.

დღევანდელ სტატიაში ქართველ ახალგაზრდას გაგაცნობთ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წინასწარ გაწერილი გეგმის გარეშე მოგზაურობს. გიგი ქათამაძისთვის, სოციალურ ქსელებში Take Action with George, უცნობი ადამიანების შემთხვევით გაცნობა და ავტოსტოპით გადააადგილება მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია. რატომ გადაწყვიტა კოფორტის ზონიდან გამოსვლა და როგორია მისი სამომავლო გემები მოგზაურმა გიგი ქათამაძემ Allnews-თან ინტერვიუში ისაუბრა.

6-1696336056.jpeg

- გიგი მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში აქტიურად რამდენიმე თვის წინ გამოჩნდით. პირველ რიგში თქვენს შესახებ გვიამბეთ. როგორ გახდა მოგზაურობა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

- გამარჯობა, ჩემი სამოგზაურო თავგადასავალი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველოს ახალგაზრდულ წყალბურთის ნაკრებში მოვხვდი. წყალბურთიდან ვიმოგზაურე 10-ზე მეტ ქვეყანაში, რაც ცოტა განსხვავებული სახის მოგზაურობა იყო, რადგან ბევრი დრო არ გვქონდა ქალაქების დასათვალიერებად. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავირიცხე ბოლონიის უნივერსიტეტში ,100% დაფინანსებით და აქედან წავედი გერმანიაში გაცვლითი პროგრამით ,სადაც 7 თვე გავატარე.

7-1696336124.jpeg

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, წავედი სამუშაოდ ამერიკაში, სადაც გავატარე წელიწად ნახევარი კორპორატიულ სამსახურში, თუმცა მალევე მივხვდი ,რომ ეს არ იყო ჩემი ცხოვრების სტილი და გადავწყვიტე შემეგროვებინა ფული,დამეწყო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო ,რათა აღმომეჩინა ახალი ადგილები, სხვადასხვა ერის კულტურა და გამეცნო და დავმეგობრებულიყავი ახალ ადამიანებთან.

-დღესდღეობით სოციალურ ქსელებში ბლოგერთა და მოგზაურთა უმეტესობა პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებს არჩევს და ძვირადღირებულ სასტუმროებსა და რესტორნებს სტუმრობს. თუმცა, თქვენს შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არ არის. გვიამბეთ, რატომ გადაწყვიტეთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და წინასწარ გაწერილი გეგმის გარეშე მოგზაურობა?

-ვფიქრობ რომ მოგზაურობის ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს ,რომ აღმოაჩინო ისეთ ადგილები ,რომლებიც არც თუ ისე ცნობილია დღესდღეობით. უმეტეს შემთხვევაში ტურისტულ ადგილებში მოგზაურობით ვერ შეიგრძნობ, ვერ გაიცნობ იმ კულტურას ,რასაც ეს ქვეყანა თუ ქალაქი ატარებს.

1-1696336166.jpeg

-ძალიან ბევრი მოგზაური ნაკლებად ცნობილ ადგილებში მარტოდ გადაადგილებას ერიდება, მითუმეტეს თუ წინასწარ არ აქვს გადაწყვეტილი სად და როდის გაათევს ღამეს. გვიამბეთ, რა არის ასეთი მოგზაურობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც მოგზაურობისას სერიოზული პრობლემები შეგქმნიათ.

-მარტო მოგზაურობა, ნაკლებად ცნობილ ადგილებში არის უდიდესი თავგადასავალი ,რაც გადამხდენია, თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეებით.

დავიწყებ უარყოფითით: ნაკლებად ტურისტულ ადგილებში ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც კომუნიკაციის პრობლემა გექმნება და ინტერნეტი არ იჭერს, რაც თავის მხრივ დიდ დისკომფორტს გიქმნის. ასევე მარტო სიარულის დროს ქალაქში, არ გრძნობ თავს უსაფრთხოდ და მუდმივად დაძაბული დადიხარ, რომ ხიფათს ააცილო თავი.

დადებითი მხარედ არის ის, რომ იმის გარდა, რომ ახალ უნიკალურ ადგილას ხარ, ეცნობი კულტურას, იცნობ ახალ ადამიანებს და იზიარებ მათთან ერთად საინტერესო თავგადასავალს, ამავდროულად შენ თავს იცნობ უფრო კარგად, შენ ისეთ თვისებებს ემოციებს, რომლებიც აქამდე არ იცოდი. ჩემდა საბედნიეროდ არ მქონია ისეთი სერიოზული პრობლემა, რამაც შემიშალა ხელი მოგზაურობის გასაგრძელებლად.

2-1696336204.jpeg

- ცოტა ხნის წინ თქვენ ხორვატიიდან საქართველომდე ავტოსტოპით იმოგზაურეთ. გაგვიზიარეთ, თქვენი მოგზაურების დეტალები, რამ მოახდინა თქვენზე ყველა დიდი შთაბეჭდილება?

- ზუსტად ერთი თვის წინ წამოვედი ავტოსტოპით ხორვატიიდან - საქართველომდე და სტარტი ხორვატიის ქალაქ სპლიტიდან ავიღე . გამოვიარე ისეთი ქვეყნები როგორიცაა: მონტენეგრო, ალბანეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ჩამოვედი თბილისში. გზადაგზა გავჩერდი სხვადასხვა ქალაქში, მოვინახულე და დავტკბი ღირსშესანიშნავი ადგილებით, სანახაობებით და ბუნებით. შევისწავლე და გავიცან სიღრმისეულად იმ ერების კულტურა,რომლებზეც ამ დრომდე ინფორმაცია არ მქონდა. რომ შევაჯამოთ:

  • გავიარე - 3,000კილომეტრზე მეტი 👍 🚘
  • მოვინახულე - 4 ქვეყანა 🌎
  • გამოვიცვალო - 47 მანქანა 🚙
  • გავიცანი - ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანები👨

ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე მოახდინა დამოკიდებულებამ, რომელიც ვიგრძენი სრულიად უცხო ადამიანებისგან, განურჩევლად ეროვნებისა.

4-1696336235.jpeg

- სოციალურ ქსელებში თქვენი კონტენტი ძირითადად ინგლისურენოვანია. არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ თქვენი გამომწერების უმეტესობა უცხოელია?

- მიზეზი იმისა თუ რატომ ვსაუბრობ ინგლისურად სოციალურ ქსელებში არის ის, რომ ვცდილობ გავიდე საერთაშორისო აუდიტორიაზე ,რაც მომავალში დამეხმარება იმაში, რომ საქართველოს პოპულარიზაციას ხელი შევუწყო!

3-1696336267.jpeg

- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და რომელმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- ამჟამად ვარ 34 ქვეყანაში ნამყოფი და ალბათ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბრაზილიამ, თავისი კულტურით, ხალხის სილაღით და ბუნებით.

5-1696336292.jpeg

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რომელია თქვენთვის, როგორც მოგზაურისთვის საოცნებო ქვეყანა?

- შემდეგი ეტაპი ვფიქრობ იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, რადგან ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნებაა, რომელსაც აუცილებლად ავიხდენ.

ბექა ბერიაშვილი