რატომ არის ძვირი საკვები და წყალი აეროპორტებში? | Allnews.Ge

რატომ არის ძვირი საკვები და წყალი აეროპორტებში?

საკვებისა და სასმელის ღირებულება აეროპორტებში შესაძლოა, რამდენჯერმე აღემატებოდეს მსგავსი პროდუქტების ფასს ჩვეულებრივ მაღაზიებში. ეს ფაქტი მუდმივად იწვევს მგზავრების უკმაყოფილებას და აეროპორტების მიმართ პრეტენზიებს.

მართლაც, ქსელურ რესტორანში, რომელიც აეროპორტში მდებარეობს, ჩვეულებრივი სადილი შესაძლოა, სამჯერ ან ხუთჯერ მეტი დაგიჯდეთ, ვიდრე ანალოგიურში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ისევე, როგორც წყალი, ყავა და ა.შ.

მგზავრები იხდიან საკუთარი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის

პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ აეროპორტს, როგორც ბიზნესერთეულს, შეუძლია მხოლოდ ირიბად იმოქმედოს პარტნიორებზე, რომლებიც ხსნიან თავიანთ მაღაზიებსა და რესტორნებს ტერმინალში. აეროპორტი არ არეგულირებს საცალო ფასებს - ის უბრალოდ იჯარით გასცემს თავის ფართს.

მეორეც, ქირა საკმაოდ ძვირია. აეროპორტი კლიენტების სტაბილური მიმწოდებელია ბიზნესისთვის, ტრაფი კი იქ საკმაოდ მაღალია და კლიენტს აქვს მინიმალური არჩევანი: "სუფთა" ზონიდან წყლის გასასვლელად უახლოეს სუპერმარკეტამდე ვერ გახვალთ. საბოლოო ჯამში კი, ეს გავლენას ახდენს ფასზე.

მესამე, თავის როლს ასრულებს მგზავრების უსაფრთხოება, რომელსაც ჩვეულებრივ, სულ უფრო მეტად ითხოვენ. აეროპორტის ბიზნესი იხდის არა მხოლოდ რთული ლოჯისტიკისთვის აეროპორტის კაფეებსა და რესტორნებში საკვებისა და სასმელების მიტანისას, არამედ საკვების, დანა-ჩანგლის, ნებისმიერი აღჭურვილობისა და თავად თანამშრომლების სკრინინგისთვის. აეროპორტის დახურულ პერიმეტრში შესანახი ადგილები ასევე მინიმალურია. იხილეთ სრულად

myquiz