ქვეყნები და ქალაქები, სადაც 2023 წელს სასტუმროების მომსახურება ყველაზე მეტად გაძვირდა | Allnews.Ge

ქვეყნები და ქალაქები, სადაც 2023 წელს სასტუმროების მომსახურება ყველაზე მეტად გაძვირდა

პანდემიის შემდეგ ტურისტული ნაკადების აღდგენამ მთელს მსოფლიოში სასტუმროების ფასების ზრდა გამოიწვია. როგორც ირკვევა, ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნებში სასტუმროს ნომრები გაძვირდა: ევროკავშირში ტარიფების ზრდა ორჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიოს სხვა წერტილში.

სასტუმროს ფასების ზრდით ლიდერი საფრანგეთია

კვლევითმა კომპანიამ STR, რომელიც სპეციალიზირებულია სასტუმროების ბაზარზე, 2023 წლის ივლისში სასტუმროების მსოფლიო ფასების ცვლილების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ივლისში მსოფლიოში განსახლების საშუალო დღიური გადასახადი 2022 წლის იმავე თვესთან შედარებით 6,3%-ით გაიზარდა. ამასთან, ტარიფების ყველაზე დიდი ზრდა ევროპის ქვეყნებში დაფიქსირდა: საშუალოდ +13,4% წელიწადში.

2023 წლის ივლისში სასტუმროს ნომერი საფრანგეთში საშუალოდ 36%-ით მეტი ღირდა, ვიდრე ერთი წლით წინ.

მას მოსდევს იტალია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და გერმანია.

STR-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ევროპაში სასტუმროებში ფასების ზრდის მიზეზი ენერგორესურსების გაძვირება და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ზრდა გახდა. გარდა ამისა, სასტუმროებმა ფასები გაზარდეს მაღალი მოთხოვნის გამო, რომელიც „პანდემიის“ გამო ჩამოყალიბდა.

ექსპერტების აზრით, 2024 წლის სეზონზე სასტუმროების ფასების ზრდა ევროპის უმეტეს ქვეყნებში ზომიერი იქნება, მათ შორის 2023 წლის ზაფხულის არანორმალური ტემპერატურის გათვალისწინებით.

ქალაქები, სადაც 2023 წლის ივლისში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, იყო პარიზი (+10%), სტოკჰოლმი (+9%) და დუბლინი (+8.5%).

საფრანგეთის დედაქალაქში სასტუმროების ფასების ზრდა 2024 წელსაც გაგრძელდება. მომავალი წლის ზაფხულში პარიზი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სწორედ ამასთან დაკავშირებით ტარიფები მინიმუმ ორჯერ გაიზრდება. იხილეთ სრულად

myquiz