რამდენად გაუძვირდათ რუს ტურისტებს წლევანდელი ზაფხული საქართველოში? - რუსეთის მეზობელი ქვეყნების საზაფხულო რეიტინგი | Allnews.Ge

რამდენად გაუძვირდათ რუს ტურისტებს წლევანდელი ზაფხული საქართველოში? - რუსეთის მეზობელი ქვეყნების საზაფხულო რეიტინგი

საქართველოში რუსი ტუსრისტებისთვის საცხოვრებლის დღიური ჯავშნის ღირებულება ზაფხულის სეზონზე, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 58%-ით გაძვირდა. დღეღამის ქირის საშუალო ფასი 3740 რუბლი, ანუ 102 ლარია. ამის შესახებ TASS-ს ონლაინ დაჯავშნის რუსული სერვის Sutochno.ru-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, იური კუზნეცოვმა განუცხადა.

ის ცალკე ასახელებს აფხაზეთის მაჩვენებელს, სადაც ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლის დღიური ჯავშნის ფასი 31%-ით გაიზარდა და, საშუალოდ, 4160 რუბლს, 114 ლარს შეადგენს.

ყოველდღიური ჯავშნები ყველაზე ძვირი სომხეთში, უზბეკეთსა და ბელარუსშია. კერძოდ, სომხეთში ზაფხული სეზონზე საცხოვრებლის დღიური ქირა ერთ წელში 66%-ით გაიზარდა და 5520 რუბლი, ანუ 58 დოლარია, უზბეკეთში 4490 რუბლი, 47 დოლარი (+29%), ხოლო ბელარსში 4220 რუბლი, 44 დოლარია (+35).

რუსი ტურისტები საქართველოზე იაფად ჯავშნიან საცხოვრებელს ყაზახეთსა და ყირგიზეთში. ყაზახეთში საზაფხულო დღიური ქირა 3640 რუბლი, ანუ 38 დოლარი (+104%), ხოლო ყირგიზეთში 3520 რუბლი, 37 დოლარია (+85%).

ზოგადად, წლევანდელ ზაფხულს რუსეთის მეზობელ ქვეყნებში საცხოვრებლის დღიური ქირა, 2022 წლის ზაფხულთან შედარებით, 52%-ით არის გაზრდილი და, საშუალოდ, 4380 რუბლს (46 დოლარს) შეადგენს. სერვისს შედარებისთვის რუსეთის შიდა ფასები მოჰყავს, სადაც წლევანდელ ზაფხულს დღიური დასასვენებელი ქირა, საშუალოდ, 3910 რუბლია (41 დოლარია), რაც შარშანდელზე 15%-ით მეტია.

Sutochno.ru-ს მონაცემებით, ყველაზე ხანგრძლივი, ანუ 7-8 დღიანი მოგზაურობისთვის რუსები საქართველოს ირჩევენ, რის შემდეგაც კვლავ ცალკე არის დასახელებული აფხაზეთი, სადაც სამოგზაურო ვადა, ასევე, 7-8 დღეს შეადგენს. შემდეგ მოდის სომხეთი, სადაც რუსი ტურისტები, საშუალოდ, ხუთი დღით ჩადიან, უზბეკეთსა და ყაზახეთში ოთხი დღით, ხოლო ბელარუსსა და ყირგიზეთში სამი დღით მოგზაურობენ. იხილეთ სრულად

myquiz