ვინ არის კაცი, რომელმაც მსოფლიო ფრენის გარეშე შემოიარა? - რა დრო დასჭირდა მას ამისთვის? | Allnews.Ge

ვინ არის კაცი, რომელმაც მსოფლიო ფრენის გარეშე შემოიარა? - რა დრო დასჭირდა მას ამისთვის?

თვითმფრინავები ქვეყნებს შორის გადაადგილებას ძალიან ამარტივებს. თუმცა, მათი გამოყენება გარემოზე ნეგატიურად აისახება და ამიტომ ბევრი ადამიანი ცდილობს ისინი რაც შეიძლება ნაკლებად გამოყენოს. დღეს იმ ადამიანზე მოგიყვებით, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმოგზაურა ისე, რომ თვითმფრინავი არ გამოუყენებია.

2013 წლის 10 ოქტომბერს დანიელმა ტორბიორნ პედერსენმა თავისი სამსახური, პარტნიორი და ოჯახი დატოვა და მსოფლიოში სამოგზაუროდ გაეშურა. ტორს, რომელიც დანიის წითელი ჯვრის კეთილი ნების ელჩია, სურდა, ყველა ქვეყანაში ფრენის გარეშე ჩასულიყო. მოგზაურობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ კი, მან ამ მიზანს მიაღწია.

1440x810-cmsv2-8c559e6b-3ac0-59ff-8ede-b83b0dbc04cc-6243470-1691490450.webp

მას შემდეგ, რაც 44 წლის პედერსენმა ბოლო, რიგით 203-ე ქვეყანა, მალდივები, მოინახულა, იგი მშობლიური დანიისაკენ გემით გაემგზავრა. ამბობს, შინ გემით დაბრუნებას სულ სხვა ხიბლი აქვს, რადგან ადამიანები ხედავენ, როგორ ჩნდები ჰორიზონტზე, დგანან და ხელს გიქნევენო.

b17d46baa79d19ba254de4cf63a64d17-1691490459.webp

ოკეანეში 33-დღიანი ცურვის შემდეგ, ტორმა, როგორც იქნა, სამშობლოში ისევ დადგა ფეხი. დანიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მას 150-მდე ადამიანი ელოდებოდა: ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამგზავრები და მისი ბლოგის მკითხველები. შინ დაბრუნებულ პედერსენს მონატრებული დანიური კერძები და ლუდიც დაახვედრეს.

nypichpdpict000012259764-1691490468.webp

მოგზაურობის 3 576 დღის განმავლობაში, პედერსენმა 37 გემით, 158 მატარებლით, 351 ავტობუსით, 219 ტაქსით, 33 ნავითა და 43 ეტლით იმგზავრა. ჯამში მან 359 ათასამდე კილომეტრი გაიარა. თუმცა, მოგზაური ამბობს, რომ ეს რიცხვები უმნიშვნელოა, რადგან ყველაზე მთავარი მისთვის გულკეთილ ადამიანებთან შეხვედრა და პოზიტიური ხედვის გაზიარება იყო.

myquiz