"საქართველოში მათ ყველაფერი აინტერესებთ"- აჭარა რუსი ტურისტების სამოთხედ იქცა?! | Allnews.Ge

"საქართველოში მათ ყველაფერი აინტერესებთ"- აჭარა რუსი ტურისტების სამოთხედ იქცა?!

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2022 წლის მარ­ტი­დან ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი რუ­სე­თის 1 274 006 მო­ქა­ლა­ქემ გად­მოკ­ვე­თა.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას თავს და­ეს­ხა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლის სტა­ტის­ტი­კის უპ­რე­ცე­დენ­ტო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და.

9-თვი­ან პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ, გან­სა­კუთ­რე­ბით შარ­შან­დე­ლი შუა ზა­ფხუ­ლი­დან იმა­ტა და პუ­ტი­ნის მიერ ე.წ. ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ პიკს მი­აღ­წია - სექ­ტემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის 222 274 მო­ქა­ლა­ქე შე­მო­ვი­და, შემ­დეგ თვე­ში ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 133 640-მდე იკლო, ნო­ემ­ბერ­ში კი მათი რა­ო­დე­ნო­ბა 121 454 გახ­ლდათ.

შსს-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ზღვრის კვე­თის სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ 6 თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 741 909 რუსი შე­მო­ვი­და, 747 679-მა კი ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. უწყე­ბის II კვარ­ტა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, აპ­რილ-ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან შე­მო­ვი­და - 3 თვე­ში ქვეყ­ნის სა­ზღვა­რი 443 624-მა რუს­მა გად­მოკ­ვე­თა, რაც წლი­უ­რად 75%-ით გაზ­რდი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნი­დან 427 433 რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე გა­ვი­და...

რუ­სე­თის სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მსგავ­სი რა­ო­დე­ნო­ბის ემიგ­რა­ცია ქვე­ყა­ნა­ში 1917 წლის ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ანა­ლი­ტი­კოს­თა შე­ფა­სე­ბით, ქვეყ­ნი­დან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­დი­ნე­ბის მას­შტა­ბი მი­ლი­ონს აღ­წევს. მა­სობ­რი­ვი მიგ­რა­ცი­ის­თვის პირ­ვე­ლა­დი მი­სა­მარ­თი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო და სომ­ხე­თი აღ­მოჩ­ნდა, რაც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი არა მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად, არა­მედ ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც აღ­მოჩ­ნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

მიგ­რა­ცი­ის მო­ტი­ვი, რიგ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა იყო. გარ­და ამი­სა, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი თავს პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის გამო ლტოლ­ვი­ლად მი­იჩ­ნევს, ზოგი კი მი­ზე­ზად სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის თა­ვის არი­დე­ბას ასა­ხე­ლებს. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნის ომმა ქვე­ყა­ნა­ში უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის გან­ცდა გა­უ­ჩი­ნა. სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე დიდი კომ­პა­ნი­ე­ბი იხუ­რე­ბა. პირ­ველ ხა­ნებ­ში თა­ნამ­შრომ­ლებს კომ­პენ­სა­ცი­ას ჰპირ­დე­ბოდ­ნენ, ზოგს გა­და­უ­ხა­დეს კი­დეც, მაგ­რამ "ახლა ამა­ზე სა­უ­ბა­რი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაა" - ამი­ტომ, გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვეს და ვი­საც და­ნა­ზო­გი ჰქონ­და ან ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბაც შე­უძ­ლია, სა­ცხოვ­რებ­ლად თუ სა­მუ­შა­ოდ სხვა სტა­ბი­ლურ ქვე­ყა­ნას ირ­ჩევს. ერთ-ერთი ასე­თი სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მე­ლიც ახ­ლო­საა და რო­გორც კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს - "არა­მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც" ძა­ლი­ან შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ნანო ლო­გუა, რო­მე­ლიც წლე­ბია რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, მოს­კო­ვის პრეს­ტი­ჟულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს და იქა­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც აქვს, ჟურ­ნალ­თან "გზა" ჰყვე­ბა, რომ ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, მის გარ­შე­მო ახალ­გაზ­რდა მედ­პერ­სო­ნა­ლი და პა­ცი­ენ­ტე­ბი შემ­ცირ­დნენ, ახლა კი მათ უფ­რო­სი ასა­კის ხალ­ხიც მიჰ­ყვა:

- ყო­ველ­დღე რამ­დე­ნი­მე ზარი შე­მომ­დი­ო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის, მუ­შა­ო­ბის, ანა­ზღა­უ­რე­ბის პი­რო­ბებს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ. თა­ვი­დან მხო­ლოდ თბი­ლი­სის გარ­შე­მო იყო კი­თხვე­ბი, შემ­დეგ კი - ბა­თუმ­ზე. ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ ვიცი, წლე­ბია არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, მეც მხო­ლოდ სტუმ­რად ჩავ­დი­ვარ, ტუ­რის­ტუ­ლად, მაქ­სი­მუმ ორი თვით-მეთ­ქი. მთხოვ­დნენ გა­მერ­კვია, და­მეკ­ვა­ლი­ა­ნე­ბი­ნა, რო­გორ, სა­ი­დან უნდა და­ე­წყოთ ქარ­თულ ქა­ლა­ქებ­ში ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა. ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბი სჭირ­დე­ბო­დათ, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად სე­ზო­ნი­სა, აქ­ტი­უ­რი იყო. რე­კავ­დნენ ექი­მე­ბი, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გე­ბი, სტი­ლის­ტე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი. უფ­რო­სი თა­ო­ბა შვი­ლე­ბის­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, არ უნ­დო­დათ ისი­ნი ომში გა­ეწ­ვი­ათ. ერთი პე­რი­ო­დი ხმა გავ­რცელ­და, თით­ქოს პუ­ტი­ნი ომში ექი­მე­ბის გაწ­ვე­ვას აპი­რებ­და, რა­საც ქვეყ­ნი­დან "სა­მე­დი­ცი­ნო ტალ­ღის" გა­დი­ნე­ბა მოჰ­ყვა... ასა­კობ­რი­ვად მე ჯერ არ მი­წევს. აქამ­დე წა­ვი­დო­დი აქე­დან, მაგ­რამ დე­დას გა­და­ად­გი­ლე­ბა თით­ქმის არ შე­უძ­ლია, თან ვფიქ­რობ­დი, ჩემი რუ­სუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა ვის რაში სჭირ­დე­ბა-მეთ­ქი?

ამა­სო­ბა­ში, ემიგ­რან­ტი რუ­სე­ბის­გან ვი­გებ, რომ ბევ­რმა მათ­გან­მა სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით ევ­რო­პას მი­ა­შუ­რა, მაგ­რამ უამ­რა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­მი­რე­კეს ბა­თუ­მი­დან, ჩვე­ნი ფარ­თო­ბი გვაქვს, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ნომ­რე­ბით, კაფე-ბა­რით, სა­უ­ნით, მა­სა­ჟის კა­ბი­ნე­ტით და თუ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­მოს­ვლას გა­და­წყვეტ, სხვა­გან ნუ ეძე­ბო... სახ­ტად დავ­რჩი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვებ­საც ასე ურე­კა­ვენ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის და­ხუ­რულ ჯგუ­ფებ­ში შექ­მნი­ლი აქვთ თა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის, კაფე-ბა­რე­ბის გვერ­დე­ბი. მთხო­ვეს გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ნა­ხოს და რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სულ­მა ადა­მი­ან­მა ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სხვა­გან ძებ­ნა არ და­ი­წყო­სო. ტაქ­სე­ბიც კი თა­ვი­ან­თი ჰყავთ, ანუ ბა­თუმ­ში ჩა­სულ რუს ტუ­რის­ტებს ისევ რუ­სე­ბი ხვდე­ბი­ან... რო­გორც ვი­გებ, გახ­სნი­ლი აქვთ თა­ვი­ან­თი სურ­სა­თის, ტან­საც­მლის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, სა­ჩუქ­რე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი. აყ­ვა­ნი­ლი ჰყავთ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი, მზა­რე­უ­ლე­ბი, მიმ­ტა­ნე­ბი. არ ვიცი, რას ხე­დავს იქ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, მაგ­რამ რაც აქე­დან ჩანს, ძა­ლი­ან სა­ში­შია. ნო­ვოდ­ვორსკა­ი­ამ ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ თქვა, - არ შე­უშ­ვათ რუსი თქვენს სახ­ლში, თო­რემ იქი­დან გა­მო­გაგ­დებ­თო და მგო­ნი, და­ე­ჯე­რე­ბა, თა­ვი­სი ხალ­ხის ფსი­ქო­ლო­გი­ას საკ­მა­ოდ კარ­გად იც­ნობ­და.

წელს აჭა­რა­ში დას­ვე­ნე­ბა რომ ყვე­ლა­ზე ძვი­რია, ამა­ზე ბევ­რი დამ­სვე­ნე­ბე­ლი სა­უბ­რობს. ბა­თუ­მე­ლი ნენე და­ლა­ქი­ძე ამ­ბობს, რომ დამ­წყე­ბი ინდმე­წარ­მეა და კონ­კუ­რენ­ტებ­თან უთა­ნას­წო­რო პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდა. მისი თქმით, მას და რამ­დე­ნი­მე ათას ად­გი­ლობ­რივს ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა, ტუ­რის­ტე­ბის მი­ღე­ბა ძი­რი­თა­დად, ბან­კის ვა­ლე­ბით უწევთ, შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კუ­რენ­ცი­ას უნდა აჰ­ყვნენ. საქ­მე ის არის, რომ მომ­ხმა­რებ­ლის უმე­ტე­სო­ბა რუ­სია. ად­გი­ლობ­რი­ვებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ რუსი ტუ­რის­ტე­ბის ხარ­ჯზე მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ მო­აკ­ლდე­ბო­დათ, ამი­ტო­მაც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, "ბა­ზარ­მა თა­ვი­დან­ვე მა­ღა­ლი ფა­სე­ბი და­ა­რე­გუ­ლი­რა", თუმ­ცა, სი­ტუ­ა­ცია სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და:

- აჭა­რა­ში, კერ­ძოდ ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბა იაფი არას­დროს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ახლა რაც ხდე­ბა, ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლო­დინს აჭარ­ბებს; ნომ­რე­ბი, რო­მე­ლიც შარ­შან 100 ლარი ღირ­და კვე­ბით, წელს 150 ლა­რი­დან იწყე­ბა... ეს რუსი ტუ­რის­ტე­ბის­თვის მა­ინც არ არის ძვი­რი. თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­თლაც ტევა არ იყო კაფე-ბა­რებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში. ბიზ­ნე­სის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, ყვე­ლა თუ არა, დიდი ნა­წი­ლი მა­ინც, ნამ­დვი­ლად გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, - თუ ეს რა­ო­დე­ნო­ბა ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე შე­ნარ­ჩუნ­და, კარ­გი იქ­ნე­ბაო. რამ­დენ­ჯერ­მე მქო­ნია შემ­თხვე­ვა, თა­ვად შე­ვეს­წა­რი ან პი­რა­დად მი­თხრეს უარი, სტუმ­რებს ვე­ლო­დე­ბით და ერთი ხა­ჭა­პუ­რის­თვის ვერ მოვ­ცდე­ბი­თო, ანუ რუ­სებს ელო­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხე­ბით და­დი­ოდ­ნენ საკ­ვებ ობი­ექ­ტებ­ში. ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს სა­ცხო­ბია, რო­მელ­საც ღია და და­ხუ­რუ­ლი კა­ფე­ე­ბი აქვს. რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვეს­წა­რი, ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბით დი­ლის ჩა­ი­ზე ჩა­მო­დი­ო­და, ნო­უთ­ბუ­ქე­ბით ხელ­ში და სა­ღა­მოს ჩა­იმ­დე რჩე­ბოდ­ნენ. მე­პატ­რო­ნემ რბი­ლი კუ­თხე­ე­ბი და­ა­მა­ტა, თავი რომ კომ­ფორ­ტუ­ლად ეგ­რძნოთ... ასე მო­იქ­ცნენ სხვე­ბიც. რუ­სე­ბი მთე­ლი დღე იქ იყ­ვნენ, ჭამ­დნენ, შვი­ლებს იქვე აძი­ნებ­დნენ, ათა­მა­შებ­დნენ და ონ­ლა­ინ მუ­შა­ობ­დნენ. ახ­ლობ­ლებ­მა გა­ა­ქი­რა­ვეს ისე­თი ბი­ნე­ბი, რო­მე­ლიც ნა­ხევ­რად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი იყო. ერთი გა­ხა­რე­ბუ­ლი მიყ­ვე­ბო­და, - ასე მი­თხრეს, სამ­ზა­რე­უ­ლო არც გვჭირ­დე­ბა, საჭ­მელს ვი­ძა­ხებთ და არც ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბე­ბი გვა­ხა­სი­ა­თებ­სო. იხილეთ სრულად

myquiz