"რუსები ტურისტები არ არიან, აქ დამკვიდრდნენ, ჩვენთან ფულს არ ხარჯავენ... " - ბათუმში ჩავარდნილ სეზონზე საუბრობენ | Allnews.Ge

"რუსები ტურისტები არ არიან, აქ დამკვიდრდნენ, ჩვენთან ფულს არ ხარჯავენ... " - ბათუმში ჩავარდნილ სეზონზე საუბრობენ

აჭა­რა­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა სეგ­მენ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ჩა­ვარ­დნილ ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, რე­გი­ონ­ში ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ საგ­რძნობ­ლად იკლო.

აჭა­რის მთავ­რო­ბამ სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 3 ივ­ნისს სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გახ­სნა, თუმ­ცა ხალ­ხმრა­ვალ ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წელს უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩნენ, სა­კუ­თარ პრო­დუქ­ცი­ას ვერ ყი­დი­ან, ასე­ვე ტუ­რის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზეც სა­უბ­რო­ბენ "იახ­ტკლუბ­ში" მო­მუ­შა­ვე­ე­ბიც.

რეს­პონ­დენ­ტე­ბის თქმით, შეზ­ლონ­გებ­ზე, კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე, ბი­ნე­ბის ფა­სებ­ზე, იახ­ტებ­სა და სხვა სერ­ვი­სებ­ზე ფა­სე­ბი არ შეც­ვლი­ლა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის ჩა­ვარ­დნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზღვის წყლის ხა­რისხზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

მათი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ზღვის წყლის ხა­რის­ხის კვლე­ვე­ბი­სა, ტუ­რის­ტებს არ სჯე­რათ, რომ ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა უსაფრ­თხოა და ამი­ტომ, შე­საძ­ლოა, ამ მი­ზე­ზით ვი­ზი­ტორ­თა ნა­კად­მა იკლო. “გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით მუ­შა­ო­ბა ნაკ­ლე­ბად გვაქვს, შარ­შან უფრო მეტი ტუ­რის­ტი იყო. წინა წელს არა­ბე­ბი და რუ­სე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში ფულს ხარ­ჯავ­დნენ, წელს იმა­ვეს ვერ ვი­ტყვით. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზღვის ხა­რისხზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო უამ­რავ­მა ტუ­რის­ტმა აჭა­რა და­ტო­ვა. თბი­ლი­სი­და­ნაც არ მო­დი­ან, ახ­ლა­ხან თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი და ამ­ბობ­დნენ, ბა­თუმ­ში ჩას­ვლა არ ღირს, ზღვა მო­წამ­ლუ­ლია და ჩას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბაო. ტუ­რის­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბას სწო­რედ ამას ვუ­კავ­ში­რებთ” , - გა­ნა­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ­მა ნეს­ტან ფა­ღა­ვამ.

fagava-42877-1690433442.jpg

“აქ და­საქ­მე­ბუ­ლებ­მა ახა­ლი იახ­ტე­ბი და სა­ცუ­რაო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, მათ დიდი ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მი­ი­ღეს. ტუ­რის­ტი არ არის, იახ­ტა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ტუ­რის­ტე­ბის დას­წრე­ბა­ზე ვართ, თუ ვინ­მე გა­მოჩ­ნდა სა­ნა­პი­რო­ზე… რუ­სე­ბი ტუ­რის­ტე­ბი არ არი­ან, ისი­ნი აქ დამ­კვიდ­რდნენ და თა­ვი­ან­თი გახ­სნეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ­თან ფულს არ ხარ­ჯა­ვენ და არც ვთვლით მათ ტუ­რის­ტე­ბად” - გვი­თხრეს "იახ­ტკლუბ­ში".

“ელექტრო­მო­ბი­ლებ­თან რი­გე­ბი იდგა, თქვენც ხე­დავთ, მო­დით გა­და­ი­ღეთ, ნა­ხეთ, შუ­ა­დღეა და ამ დრომ­დე არ­ცერ­თი ტუ­რის­ტი არ მო­სუ­ლა. ისევ ახ­ლობ­ლე­ბი თუ გა­მო­ივ­ლი­ან და იმათ გა­ვა­სე­ირ­ნებთ. ტყუ­ი­ლად ვდგა­ვართ მთე­ლი დღეა. გა­და­სა­ხა­დე­ბი გვაქვს. ვგეგ­მავ­დით ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის და­მა­ტე­ბას და კი­დევ კარ­გი ეგ ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბაც არ ავი­ღეთ” - ამ­ბობს ბა­თუ­მის სა­ნა­პი­როს­თან მყო­ფი ელექტრო­მო­ბი­ლის მე­პატ­რო­ნე.

eleqtro-43021-1690433459.jpg

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ აჭა­რა­ში /ბა­თუმ­ში ხში­რად არის არას­ტა­ბი­ლუ­რი ამინ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ­ცი­რებს ტუ­რის­ტულ სე­ზონს და ისე­დაც ჩა­ვარ­დნილ სე­ზონ­ზე აღარ გვი­წევს მუ­შა­ო­ბა. სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზია მაქვს გახ­სნი­ლი, იჯა­რა­ში 8000 ლარს ვიხ­დი, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ვარ, რით ვირ­ჩი­ნოთ თავი. ასე­თი სე­ზო­ნი კო­ვი­დის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა. წარ­მო­იდ­გი­ნე, პან­დე­მია დას­რულ­და და იმ წელს უფრო კარ­გი მუ­შა­ო­ბა გვქონ­და, ვიდ­რე ახლა”, - ამ­ბობს სუ­ვე­ნი­რე­ბით მო­ვაჭ­რე პირი. იხილეთ სრულად

myquiz