რომელია 15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია?
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში 2 860 117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 330 600, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2 529 517 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75.9%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი -26%-ით ჩამორჩება.
2023 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:
- თურქეთი - 582 527 ვიზიტორი;
- რუსეთი - 577 632 ვიზიტორი;
- სომხეთი - 397 116 ვიზიტორი;
- ისრაელი - 106 530 ვიზიტორი;
- აზერბაიჯანი - 85 777 ვიზიტორი;
- უკრაინა - 67 040 ვიზიტორი;
- ყაზახეთი - 57 771 ვიზიტორი;