ჩანჩქერი, აუზები, რესტორნები, აკვა პარკები - როგორ გამოიურება უზარმაზარი ხომალდი და რა ეღირება 1-კვირიანი მოგზაურობა?
მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი სულ მალე უმასპინძლებს ვიზიტორებს. გემი, სახელწოდებით "Icon Of The Seas", ფინეთში აშენდა.
ის ზომით და წონით 5-ჯერ აღემატება "ტიტანიკს", რომლის წონაც 50 210 ტონა იყო. Icon of the Seas წონა 250,800 ტონაა.
ის კარიბის ზღვაში 7-დღიან კრუიზს 2024 წლის იანვრიდან დაიწყებს. 1000-მა ადამიანმა უკვე დაჯავშნა ბილეთები, რათა უშველებელი გემის პირველ მგზავრებს შორის იყოს.
Royal Caribbean Cruises-ის მიერ დაპროექტებული, Icon of the Seas უკვე იყო ფინეთში მოწყობილ 4-დღიან სატესტო კრუიზზე. გემზე, ამ 4 დღის განმავლობაში, 450 სპეციალისტისგან შემდგარი გუნდი იმყოფებოდა.
გემის პირველი გასვლა დადებითი შედეგებით დასრულდა და მისი მეორე და უფრო მკაცრი გამოცდა წლის ბოლოსთვის დაიგეგმა.
Icon of the Seas სიგრძეში 365 მეტრია. შედარებისთვის, ცნობილი "ტიტანიკი", რომელიც ყველაზე დიდი ხომალდი იყო, სიგრძეში 269 მეტრი იყო.
როგორც მისი დამპროექტებლები გვპირდებიან, დასვენების მოყვარულთათვის ამ გემით მოგზაურობა სრულიად ახლებური გამოცდილება იქნება.
Icon of the Seas არაერთ გასართობ პარკს, რესტორანს და აუზს იტევს. ის უდიდესი აკვაპარკითაა აღჭურვილი და აქვს წყლის ექვსი სასრიალო. აქ 7 აუზი და 9 ჯაკუზია. აგრეთვე, გემზე 40 ბარი იქნება. ყველაზე უცნაური რამ კი, რასაც აქ ნახავთ, ჩანჩქერია.
Icon of the Seas-ზე ერთდროულად 7 600 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი.
მასზე მყოფი ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა კი 2350 იქნება. მსოფლიოს უდიდეს გემს კრუიზებზე თან ახლდება მისი პატარა გემიც, Utopia of the Seas, რომლის დებიუტი 2024 წელსაა დაგეგმილი.
Icon of the Seas მთელი წლის განმავლობაში კარიბის აღმოსავლეთ და დასავლეთ კუნძულებზე 7-ღამიან კრუიზებს მოაწყებს. ბიუჯეტიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფასიანი პაკეტების შერჩევაა შესაძლებელი.
ამ დროისთვის, ყველაზე იაფი ბილეთის ფასი დაახლოებით, 1900 დოლარიდან დაიწყება. მ ფასად, 2024 წლის სექტემბერში 1 კვირით შეგეძლებათ გემის შიდა სალონში დარჩენა. ვისაც დასვენებაში ფული არ ენანება, 3 500 დოლარად შეეძლება ლუქს ოთახში 7 დღით ცხოვრება, თუმცა ფასები სეზონების მიხედვით განსხვავებულია. იხილეთ სრულად