რა ღირს საკრუიზო გემზე ცხოვრება მთელი წლის განმავლობაში | Allnews.Ge

რა ღირს საკრუიზო გემზე ცხოვრება მთელი წლის განმავლობაში

ოდესმე გიოცნებიათ კრუიზით მსოფლიოს შემოვლაზე?

ახლა ნამდვილად შეგიძლიათ თქვენი ფანტაზია რეალობად აქციოთ, რადგან როგორც აღმოჩნდა, ეს საოცრად ხელმისაწვდომია.

Life At Sea Cruises-მა ახლახან მოგზაურობის პირობები შეცვალა და წლიური მოგზაურობის საფასური 30 000 დოლარიდან იწყება.

კომპანია ვიზიტორებს ჰპირდება, რომ მოინახულებს 375 პორტს მთელს მსოფლიოში, 135 ქვეყანას და შვიდივე კონტინენტზე. გემი სამი წლის განმავლობაში 130 000 მილზე მეტს გაივლის.

გემზე, რომელიც მსურველებს მსოფლიოს სამ წელიწადში შემოატარებს, ხელმისაწვდომი იქნება ხუთ ვარსკვლავიანი ძვირად ღირებული რესტორნები, საცეკვაო კლუბები, კარაოკე ბარები და გოლფის თამაშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ადგილზე მზეზე დასვენებისთვის, მრავალრიცხოვან აუზებზე და სპა გამაჯანსაღებელ ცენტრებზე. იხილეთ სრულად

myquiz