ყველაზე ექსტრემალური ტურისტული მარშრუტები, სადაც ტურისტები ხშირად იღუპებიან | Allnews.Ge

ყველაზე ექსტრემალური ტურისტული მარშრუტები, სადაც ტურისტები ხშირად იღუპებიან

ისეც ხდება, რომ ერთი შეხედვით, პლანეტის სრულიად უსაფრთხო ადგილებში, შესაძლებელია, ადამიანი სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდეს და ამ სტატიაში, სწორედ იმ ტურისტულ მარშრუტების განვიხილავთ, რომლებიც ძალიან პოპულარულია და ამავდროულად, სახიფათოც არის!

Kjeragbolten (კერაგბოლტენი) "ქვა-ბარდა", ნორვეგია

2023062621584073439-1688203113.jpg

მოგზაურობისას, განსაკუთრებული კადრის გადაღების და ოჯახის წევრების და ნაცნობ–მეგობრების გაოცების სურვილს, იქამდე მიჰყავს ადამიანი, სადაც საღ გონებაზე მყოფთაგან მისვლას, ყველა ვერ გაბედავს. ამასთან, «გულუხვი» ნორვეგიული ბუნება თავად ქმნის ყველა პირობას, უნიკალური კადრების გადასაღებად. ასეთია, მაგ., ორ კლდეს შორის, 1 კმ. სიმაღლეზე, გაჭედილი უზარმაზარი ქვა, რომელთანაც მისვლა რთული არ არის, მაგრამ...რაღას არ აკეთებს ხალხი ამ «უბედურ» ქვაზე, რაც შეიძლება მეტად ორიგინალური ფოტოს გადასაღებად: ხტუნავენ, ცეკვავენ, ოჩოფეხებზე დადიან... ამ ადგილზე, გარდაცვალების ფაქტი, ოფიციალურად, დადასტურებული არ არის. მაგრამ, ეს მხოლოდ ოფიციალურად...

დიდი კანიონი, აშშ

2023062622004073439-1688203192.jpg

ალბათ, აშშ-ს ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა, რომელიც თავისი ზომებით და წარმოუდგენელი პეიზაჟებით იქცევს უამრავი ადამიანის ყურადღებას, სწორედ ეს კანიონია. მისი შემხედველი, ცრუ შთაბეჭდილება იქმნება, იმის შესახებ, რომ ტურისტისთვის საფრთხე არ არსებობს. მაგრამ, რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს: ყოველწლიურად, გრანდ–კანიონის დახმარების სამსახურში, დაახლოებით, 16 000-მდე ზარი შედის. უამრავი ადამიანი სწორედ მაშინ იღუპება, როდესაც იმის დანახვას ცდილობს, თუ ციცაბო კლდე სად მთავრდება. კლდის ნაპირზე დგომას ყველა ვერ ახერხებს და... არსებობს სხვა საფრთხეებიც: ვიწრო და მოლიპული ბილიკები, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებთან (გველები, აგრესიული ირემი, შეწყვილების პერიოდში) შეხვედრა.

მოჰერის ფრიალო (კლდე), ირლანდია

2023062622005773439-1688203209.jpg

კლდიდან გადავარდნის საფრთხე ირლანდიაშიც არის... მაგრამ, ამ შემთხვევაში, ყველაფერი ოკეანეში ბანაობით მთავრდება, თუ რა თქმა უნდა, უბედური შემთხვევის მსხვერპლმა ცურვა იცის.

მაჩუ-პიქჩუ, პერუ

2023062622010973439-1688203228.jpg

პერუს ჯუნგლებში ჩაკარგული ინკების სამყარო – მაჩუ–პიქჩუ, სამხ. ამერიკის კონტინენტის, ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. წლის მანძილზე, მის სანახავად ასობით ათასი ტურისტი ჩადის და მათ წარმოდგენა არ აქვთ საფრთხეების შესახებ, რომელიც იქ ელით.საქმე იმაშია, რომ ქალაქის დათვალიერება არავისთვის შეზღუდული არ არის. მაგრამ, უაინა–პიქჩუს მთაზე ასასვლელად და მის მწვერვალზე, ინკების მიერ აშენებული ტაძრის სანახავად, ბილეთის აღება არის საჭირო. ბევრი ტურისტისთვის ძალიან მოულოდნელია, რომ ინკების დროიდან, ტაძრისკენ მიმავალი ბილიკების არც შეკეთება და არც რეკონსტრუქცია არ მომხდარა. ბილიკები იმდენად ვიწროა, რომ ხშირია საცობები. ხოლო, გზის ზოგიერთ მონაკვეთზე, კიბის ქვის საფეხურები პირდაპირ ჰაერშია გაშვერილი. მის ერთ მხარეს ციცაბო კლდე არის, ხოლო მეორე მხარეს – უფსკრული. ერთი არასწორი ნაბიჯი და მაჩუ-პიქჩუს გაცნობა დასრულდება...

ტრიფტის ხიდი, შვეიცარია

2023062622013573439-1688203272.jpg

მთის ციცაბო დაღმართი და სახელგანთქმული ალპური პეიზაჟი, შვეიცარიაში გასამგზავრებლად, უკვე საკმარისი მიზეზია. მაგრამ, ამ რეგიონის უნიკალურობის მიღმა, შესაძლებელია, დიდი საფრთხე იმალებოდეს.ტრიფტის ტბის თავზე ალპების ყველაზე დიდი დაკიდებული ხიდია. ის წყლის ზედაპირიდან 100 მ-ზე მდებარეობს და კლდეებს შორის 170 მეტრზეა გადაჭიმული.მოგზაურებისთვის, ამ ხიდიდან, ამავე სახელწოდების მყინვარზე, ულამაზესი ხედი იხსნება, რომელიც მთის ფერდობიდან ნელ-ნელა ქვემოთ ცურდება. ხიდზე გასეირნება კი, სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის, რეკომენდებული ნამდვილად არ არის.

myquiz