რა ეღირება რეისი მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით, რომელსაც კომპანია Red Wings-ი შეასრულებს?
მოსკოვიდან საქართველოს მიმართულების ფრენას კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია - Red Wings-ი იწყებს. როგორც კომპანიის საიტიდან გახდა ცნობილი, ფრენების დაწყების თარიღი 10 ივლისია და ბილეთების გაყიდვაც უკვე დაწყებულია.
ამ კონკრეტული თარიღით ფრენის ღირებულება 241 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ფასი მომდევნო ფრენებზე კლებულობს.
რაც შეეხება სოჭი-თბილისის რეისს, ის 11 ივლისიდან დაიწყება და 68 დოლარი ეღირება.
ავიაკომპანიის ცნობით, „ფრენები 100-ადგილიანი, თანამედროვე და კომფორტული SSJ100-მოდელის რუსული თვითმფრინავით შესრულდება. განცხადებაში მოსკოვი-ქუთაისის ფრენის ხანგრძლივობაც არის დაკონკრეტებული და ის 3 საათსა 40 წუთს შეადგენს. რეისები დომოდედოვოს აეროპორტიდან შესრულდება.
ბილეთების შეძენა ასევე ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციით არის შესაძლებელი, რომელიც App Store-ში, Google Play-სა და აკრედიტებული აგენტებთან არის ხელმისაწვდომი. იხილეთ სრულად