ირლანდია 80 000 ევროს გადაგიხდით თუ ამ კუნძულებზე დასახლებას გადაწყვეტთ | Allnews.Ge

ირლანდია 80 000 ევროს გადაგიხდით თუ ამ კუნძულებზე დასახლებას გადაწყვეტთ

ბოლო დროს ინტერნეტში ხშირად ვრცელდება უჩვეულო შეთავაზებები, რომელთა მიხედვითაც შედარებით ნაკლებად დასახლებულ ადგილებში საცხოვრებლად გადასვლის მსურველებს საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობენ.

დღეს ერთ-ერთ ასეთ შეთავაზებაზე მოგიყვებით.

ირლანდიის ხელისუფლება დიდი ოდენობის ფულად გრანტს აწესებს მათთვის, ვინც ქვეყნის დასავლეთით, ველურ სანაპიროზე მდებარე 30-მდე კუნძულზე დასახლდება.

photo-434065-1687340065.jpg

თუმცა, თანხის მისაღებად მსურველებს გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილება მოუწევთ. კერძოდ, დაფინანსების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მსურველებმა რომელიმე კუნძულზე მდებარე უძრავი ქონება უნდა შეიძინონ.

„ჩვენი „ცოცხალი კუნძულების“ სქემის მიხედვით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე დაუსახლებელ კუნძულებზე ცხოვრების მსურველებს 84 000 ევრომდე თანხას ვთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ კუნძულები, სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი ფილმის, მაგალითად, „The Banshees of Inisherin“-ისა თუ „Árainn Mhór“-ის გადასაღებ ლოკაციად გამოიყენებოდა.

image-1687340112.jfif

ჩვენი პოლიტიკის მიზანია, ამ კუნძულებზე ცარიელი ან მიტოვებული შენობები განახლდეს, მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს და იქ სიცოცხლე რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“, - ნათქვამია ირლანდიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ამ პოლიტიკის განხორციელების შედეგად ჩვენ დავინახავთ უფრო მეტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ამ კუნძულებზე, მიუხედავად იმისა, თუ სად არის მათი დამსაქმებლის სათავო ოფისი“, - განაცხადა სოფლისა და საზოგადოების განვითარების მინისტრმა, ჰეზერ ჰამფრისმა.

ახალი ინიციატივა 1 ივლისიდან ამოქმედდება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: Our Living Islands

myquiz