რა თანხები დასჭირდება ვაზიანში აეროპორტის მშენებლობას? | Allnews.Ge

რა თანხები დასჭირდება ვაზიანში აეროპორტის მშენებლობას?

„მე ვფიქრობ, აზიის განვითარების ბანკიც სიამოვნებით დაინტერესდება ამგვარი პროექტით, იმიტომ, რომ აეროპორტს ბიზნესად თუ განვიხილავთ, ძალიან მომგებიანია“,- ამის შესახებ ავიაციის სფეროს ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დავშვრებით განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის მშენებლობა ასეულობით მილიონ დოლარს უკავშირდება.

„თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთან, ეს იქნება დაკავშირებული ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციასთან და ხარჯთან. მე ვფიქრობ, აზიის განვითარების ბანკიც სიამოვნებით დაინტერესდება ამგვარი პროექტით, იმიტომ, რომ აეროპორტს ბიზნესად თუ განვიხილავთ, ძალიან მომგებიანია. შემიძლია გითხრათ, რომ იგივე ტავ ურბანს, საქართველოში ყოფნის განმავლობაში ასობით მილიონი დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული (რა აქვს ინვესტირებული, ეს მეორე საკითხია). შესაბამისად, საქართველოს ბიუჯეტიდანაც და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდანაც ძალიან დიდი თანხები დაიხარჯება ამ პროექტისთვის. სტრატეგიული პროექტი იქნება.

თუმცა, თავის მხრივ, თუ სახელმწიფო იმ ნაბიჯს გადადგამს, რომ ამ სტრატეგიული ობიექტის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები, როგორიც არის თვითონ აეროდრომის ტერიტორია, ასაფრენი ბილიკები დარჩეს სახელმწიფოს გამგეობის ქვეშ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სტრატეგიული ობიექტი უნდა იყოს სახელმწიფოს გამგეობის ქვეშ, თუმცა, შიგნით, რა თქმა უნდა, ბიზნესებს უნდა შეეძლოთ გარკვეული საქმიანობა აწარმოონ“,- განაცხადა იასე ზაუტაშვილმა. იხილეთ სრულად

myquiz