რა ახალი 5 მიმართულებით იფრენს Wizz Air-ი ქუთაისიდან ევროპისკენ? | Allnews.Ge

რა ახალი 5 მიმართულებით იფრენს Wizz Air-ი ქუთაისიდან ევროპისკენ?

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში Wizz Air-მა მე­სა­მე ბა­ზი­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დი და­აბ­რუ­ნა და 5 ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი და­ი­წყო ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში Wizz Air-მა მე­სა­მე ბა­ზი­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დი და­აბ­რუ­ნა და 5 ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი და­ი­წყო.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ფრან­კფურ­ტი­დან და ჰამ­ბურ­გი­დან პირ­ვე­ლი პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი უკვე შეს­რულ­და.

"დღე­ი­დან, ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დმა ავი­ა­კომ­პა­ნია WIZZ AIR-მა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მე­სა­მე ბა­ზი­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დი და­აბ­რუ­ნა და პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ევ­რო­პის 5 ქა­ლა­ქის: ფრან­კფურ­ტის, ჰამ­ბურ­გის, ბრი­უ­სე­ლის, მად­რი­დი­სა და პოზ­ნა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყო. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ფრან­კფურ­ტი­დან და ჰამ­ბურ­გი­დან პირ­ვე­ლი პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი უკვე შეს­რულ­და. მე­სა­მე ბა­ზი­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დის დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი იმე­რე­თის მხა­რე­ში ზვი­ად შა­ლამ­ბე­რი­ძე, ქუ­თა­ი­სის მე­რის იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი, აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძე, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ავი­ა­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, Wizz Air-ის მე­სა­მე ბა­ზი­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დი 5 ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, უკვე ნიშ­ნავს, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი სრუ­ლად აღ­დგა.

"მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი WIZZ AIR სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ფარ­თოვ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს მგზავ­რე­ბის კომ­ფორ­ტი­სა და ხა­რის­ხის გაზ­რდა­ზე. ჩვენ არა ერთი მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბა გვაქვს ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე და არ­სე­ბუ­ლი ფრე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა­ზე. დღე­ვან­დე­ლი დღე ჩვენს მიერ სწო­რად ნა­წარ­მო­ე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ის შე­დე­გია და ჩვენ­თვის ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 27 მი­მარ­თუ­ლე­ბა უკვე ჩა­ით­ვლე­ბა, რო­გორც მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის სრულ აღ­დგე­ნად 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით. გარ­და ამი­სა, წლე­ვან­დე­ლი წელი იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი წელი რად­გა­ნაც ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ვე­ლო­დე­ბით მი­ლი­ონ­ზე მეტ მგზავრს, რაც ნიშ­ნავს რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი ახალ სი­ტყვას იტყვის ქარ­თულ სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზარ­ზე”,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძემ.

აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Wizz Air-ის მე­სა­მე ბა­ზი­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გარ­და, ფრე­ნის სიხ­ში­რე­ე­ბი გა­ი­ზარ­დოს უკვე არ­სე­ბულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, ასე­ვე შე­იქ­მნას და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი.

"5-ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი კვი­რა­ში ორი სიხ­ში­რით შეს­რულ­დე­ბა. ხოლო, პა­რი­ზის, მი­ლა­ნის, პრა­ღი­სა და მე­მინ­გენ­ზე არ­სე­ბულ სიხ­ში­რე­ებს თითო სიხ­ში­რე და­ე­მა­ტე­ბა“,- ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz