ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც საქართველოში რუსული „აზიმუტის“ რეისებს მიწისზედა მომსახურებას გაუწევს?
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია "ტავ ჯორჯია" რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ მიწისზედა მომსახურებას არ გაუწევს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „აზიმუტს“ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" მოემსახურება.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" 2023 წლის 21 აპრილს დაფუძნდა. კომპანიის 60%-იან წილს დავით კვარაცხელია, 40%-იან წილს კი დავით წივწივაძე ფლობენ.
საკითხთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი" თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ კომპანიას დაუკავშირდა, სადაც ამბობენ რომ ზოგადად ფრენებზე ნებართვის გაცემა არ არის მათი კომპეტენცია. რაც შეეხება კონკრეტულად მიწისზედა მომსახურებას, „აზიმუტს“ არა თავად „ტავი“, არამედ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" გაუწევს.
„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ განმარტავს, რომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვის გაცემა ავიაკომპანიებზე მის კომპეტენციას არ განეკუთვნება. იხილეთ სრულად