რა ღირს „აირზენას“ ბილეთები თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისზე? | Allnews.Ge

რა ღირს „აირზენას“ ბილეთები თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისზე?

Georgian Airways-მა მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენის ნებართვა გუშინ, 16 მაისს მიიღო. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

როგორც Georgian Airways-ს საიტზეა მითითებული თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ბილეთის ფასი მაისის განმავლობაში 900-1200 ლარის ფარგლებში მერყეობს. 20 მაისს კი ბილეთის საფასური 911 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენას, მიმდინარე თვეში ბილეთის ფასი 800-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს. 20 მაისს კი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით რეისზე Georgian Airways-ს ბილეთი 799 ლარი ღირს.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ ავიაემბარგოს მოხსნის გადაწყვეტილების შედეგად, ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელების შესაძლებლობა 15 მაისიდან მიეცათ.

foto-fasebi-1684302642-1684304362.jpg

myquiz