რა ეღირება მოსკოვი-თბილისის პირდაპირ რეისებზე ბილეთები?
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე უკვე გასცა.
როგორც სააგენტო განმარტავს, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში და კომპანიაზე ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გაიცა.
ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე Azimuth Airlines-ს ვებ-გვერდზე მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ბილეთები იძებნება 19 მაისს, რაც შეეხება საფასურს ბილეთის ფასი კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია და 23 373 რუბლი ანუ 748 ლარი და 63 933 რუბლი ანუ 2 046 ლარი ღირს. განაგრძეთ კითხვა