რომელ ქვეყანაშია ცხოვრება ყველაზე ძვირი - ნახეთ რეიტინგის ტოპ 10-ეული | Allnews.Ge

რომელ ქვეყანაშია ცხოვრება ყველაზე ძვირი - ნახეთ რეიტინგის ტოპ 10-ეული

გასულ წელს ბერმუდის კუნძულებმა შვეიცარიას გადაუსწრო და საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყანა გახდა. ამ სტატუსს ქვეყანა წელსაც ინარჩუნებს. ამის შესახებ Numbeo-ს ცხოვრების ღირებულების ინდექსის (Cost of Living Index) უახლეს მონაცემებში არის ნათქვამი, რასაც lovemoney ავრცელებს.

რეიტინგი ეფუძნება სამომხმარებლო საქონლის ფასებს, მათ შორის სასურსათო პროდუქტებს, რესტორნებს, ტრანსპორტირებასა და კომუნალურ მომსახურებას. ინდექსში არ შედის საცხოვრებელი ხარჯები, როგორიც არის ქირისა და იპოთეკის გადასახადი.

თუმცა ბერმუდის ეკონომიკისა და შრომის მინისტრმა, ჯეისონ ჰეივორდმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ ბერმუდზე ძვირ ცხოვრებას, ძირითადად, საცხოვრებლების ფასები იწვევს, ამიტომ მინისტრმა უძრავი ქონების მეპატრონეებს მოუწოდა, სახლები გონივრული და ხელმისაწვდომი ფასებით გააქირაონ.

ბერმუდზე ცხოვრების ღირებულებას მხოლოდ ქირის ფასები არ ზრდის. ბევრი კუნძულოვანი ქვეყნის მსგავსად, ბერმუდი, თითქმის, არ აწარმოებს საკუთარ სასურსათო პროდუქციას ან სამომხმარებლო საქონელს და მთლიანად დამოკიდებულია აშშ-დან იმპორტზე. ამ მხრივ ბერმუდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანა გახდა.

ამასთან, საიმპორტო გადასახადები ბერმუდში გადაჭარბებულია, რაც ყველანაირ საცალო პროდუქტზე, სურსათიდან დაწყებული საწვავით დამთავრებული, ღირებულების ხარჯებს ზრდის. საიმპორტო გადასახადები სახელფასო გადასახადების შემდეგ, ფაქტობრივად, მთავრობის შემოსავლის მეორე წყაროა.

Cost of Living Index-ის ქულები ქალაქ ნიუ-იორკის ცხოვრების ღირებულებასთან შედარებულ პროცენტს წარმოადგენს. ნიუ-იორკს რეიტინგში 100 ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 100-ზე დაბალი ქულის ქვეყნები, ნიუ-იორკთან შედარებით, საცხოვრებლად უფრო იაფია, ხოლო ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე მეტი ქულა აქვთ, უფრო ძვირი.

Cost of Living Index-ის მიხედვით, საცხოვრებლად ყველაზე ძვირი შემდეგი 10 ქვეყანაა:

  • ბერმუდის კუნძლები (141,8 ქულა)
  • შვეიცარია (114,2)
  • ბრიტანეთის კაიმანის კუნძულები (103,4)
  • ბაჰამის კუნძლები (90,9)
  • ბარბადოსი (88.8)
  • ნორვეგია (88.6)

იხილეთ სრულად

myquiz