რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა | Allnews.Ge

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, შესაბამისი განკარულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.

პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა.

აღნიშნულის შესახებ ბრძანება რუსეთის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.