სად შეიძლება აშენდეს ახალი აეროპორტი - თბილისის აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს | Allnews.Ge

სად შეიძლება აშენდეს ახალი აეროპორტი - თბილისის აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს

თბილისის დღევანდელ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რა მოცულობაც ქვეყანას სჭირდება - დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობა ექნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კორეაში, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პრემიერის მიერ დაანონსებულ ახალ აეროპორტთან დაკავშირებით განაცხადა.

სად შეიძლება აშენდეს ახალი აეროპორტი და როგორია შიდა ფრენების განვითარების პერსპექტივა, „ბიზნესპრესნიუსთან" ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ ახალი აეროპორტისთვის იდეალური ტერიტორიაა - ვაზიანი.

„ცხადია, მივესალმები იდეას, რომ აშენდეს აეროპორტი. ადრეც უნდა ეფიქრათ საქართველოში დახვეწილ აეროპორტზე. აქ არის ტერიტორია ვაზიანში, რომელიც იდეალური ლოკაციაა. 15 კმ-ა თბილისის აეროპორტიდან. თავის დროზე შესწავლილია და იდეალურად მიუდგება როგორც ქარის მიმართულებას, ასევე ასაფრენ ზოლს. შეზღუდული არ არის ხევით, როგორც თბილისის აეროპორტი. უპრობლემოდ გაკეთდება აეროპორტი 2 ასაფრენი ზოლით, 5-6 მისაღებით, რომ თანამედროვე სტანდარტების იყოს. თუმცა, ამაში ცხადია ხელი არ უნდა შეუშალოს სახელმწიფოს კომპანიებთან დადებულმა ხელშეკრულებებმა, რომელიც ჩვენივე ქვეყანაში გვიზღუდავს სტრატეგიული ობიექტის აშენებას. იხილეთ სრულად

myquiz