როგორ გამოიყურება და რა ღირს კაფსულა სასტუმროები სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება და რა ღირს კაფსულა სასტუმროები სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ აეროპორტებს ე.წ. კაფსულა სასტუმროები აქვს გახსნილი, რაც ბოლო გამოკვლევების თანახმად, მომხმარებელთა უდიდეს დაინტერესებას იწვევს.

რა არის კაფსულა სასტუმროები?

- ეს არის მომცრო ზომის კომპაქტური ოთახი საშხაპით, საწოლით და საპირფარეშოთი, რომლის ქირაობაც საათობით შეგიძლიათ და თუ გადაჯდომისას რამდენიმესაათიანი ლოდინი გიწევთ, დამეთანხმებით, ყველა მგზავრისთვის უკიდურეს კომფორტს წარმოადგენს. ის იდეალური ვარიანტია, თუ თქვენი ფრენა გადაიდო, ან გაუქმდა ცუდი ამინდის გამო.

fedhyrdf8ifr9-1682682385-1682867326.jpg

ოთახში განთავსებულია ასევე ბარგის შესანახი ადგილები, ელექტრო მოწყობილობების დასამუხტი განყოფილებები, ნათურები და ზოგჯერ საჯარო Wi-Fi კავშირი.

აეროპორტის საძილე კაფსულები ზომებში განსხვავდება. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი იმდენად დიდია, რომ მინი-სასტუმროებს წააგავს. დიდ ოთახებში შეიძლება იყოს ტელევიზორიც. თუმცა ძირითად შემთხვევაში კაფსულები არის მომცრო ზომის და ეკონომ კლასზეა გათვლილი.

uj7t8u64er7ued8-1682682435-1682867346.jpg

კაფსულა სასტუმროებს იტალიის აეროპორტებში, მართავს კომპანიები Zzzleepandgo და Capodichino. მათი ოფიციალური ვებსაიტების საშუალებით შეგიძლიათ დაჯავშნოთ კაბინები. იხილეთ სრულად

myquiz