ტოპ-15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია მიმდინარე წელს | Allnews.Ge

ტოპ-15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია მიმდინარე წელს

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 142 783, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 1 065 679 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 109,6%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი -25,3%-ით ჩამორჩება.

2023 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

რუსეთი - 256 787 ვიზიტორი;

თურქეთი - 216 391 ვიზიტორი;

სომხეთი - 182 543 ვიზიტორი;

ისრაელი - 44 788 ვიზიტორი;

აზერბაიჯანი - 40 353 ვიზიტორი;

უკრაინა - 31 689 ვიზიტორი;

ირანი - 21 318 ვიზიტორი;

იხილეთ სრულად

myquiz